Print

შეხვედრა დიაკონ ელიზბართან (დიაკონიძე) და გია სუბელიანთან

2012 წლის 5 მარტი

წინასწარი შეთანხმებისამებრ 5 მარტს ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ (გელა) სალუაშვილმა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ (თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ) ბეჟან შერგელაშვილმა უმასპინძლეს „წმიდა გიორგის სადროშოს“ თავმჯდომარეს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანს ელიზბარს (დიაკონიძე) და 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატს გია სუბელიანს.

ბიბლიურ მინიშნებათა თაობაზე საუბრის პარალელურად განხილულ იქნა ნაყოფიერი ურთიერთ თანამშრომლობის საკითხები. დაისახა კონკრეტული საქმიანობისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები.