Print

2012 წლის 11 მარტი

11 მარტის შეხვედრა მამა ბესარიონთან

2012 წლის 11 მარტს წინასწარი  შეთანხმებისამებრ გაიმართა შეხვედრა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე  მიხეილ (გელა) სალუაშვილსა და ნაძალადევის რაიონში, მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე - „წმიდა ნიკოლოზის სახელობის“ ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ მამა ბესარიონს (ბულაშვილი) შორის.

შეხვედრის ერთი საათის მანძილზე მამა ბესარიონს შედარებით დეტალურად წარედგინა ლასკარის მიერ მომზადებული კრებულის - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“ ძირითადი ასპექტები.

მამა ბესარიონის მხრიდან გაჟღერებულმა რამოდენიმე უაღრესად საინტერესო მოსაზრებამ, ბიუჯეტიდან გამოსაყოფი 10%-ის ხარჯვის ცალკეულ დეტალებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა წარმოჩენილი საკითხის აქტუალობა.

დამშვიდობებისას მამა ბესარიონმა ყველა კეთილ საქმეში ღმერთის შეწევნა გვისურვა.