Print

ორი შეხვედრა მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი)

6 და 9 მარტი, ანუ ორი შეხვედრა მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი)

2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისათვის აქტიური ქმედების  დაწყებამდე კურთხევის აღების მიზნით მისულებს - ლასკარის თავმჯდომარეს მიხეილ(გელა) სალუაშვილსა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეს-საერთაშორისო მდივანს რევაზ კობიაშვილს, გვქონდა ბედნიერება შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

მის უწმიდესობას მოკლედ გავაცანით ჩვენი თვალსაზრისი, აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის იმ ერთ-ერთი მიზეზის თაობაზე, რასაც „3 და 4“-ის ერთობა ჰქვია. კერძოდ:

- სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმა, განკითხვისეული ეტაპის გავლის შემდეგ, კვლავ სამოთხეში დაბრუნების იმედით ელოდება უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების უმნიშვნელოვანესი ჟამის დადგომას.

ქართული ცნობიერებიდან გამომდინარე „სამოთხე“, კოდირებული მინიშნებით 3 (სამისა) და 4 (ითხის), ანუ 34-ის არსის მატარებელია;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების გვერდით, უმნიშვნელოვანესი დროითი მიჯნის მოახლოების (დაწყების) ნიშნად გვესახება 2011 წლის 23 დეკემბერი; დღე, როდესაც, მის უწმიდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის 34 წელი შეუსრულდა.

შეხვედრისას, ამ საკითხის მოკლედ გაშუქების შემდგომად, მის უწმიდესობას ჩვენი იმ ინიციატივის თაობაზე ვესაუბრეთ, რასაც - საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

კათოლიკოს-პატრიარქისაგან მომდინარე კურთხევა: „დაწერეთ ყოველივე ეს ქაღალდზე და გაავრცელეთ“-ო, ჩვენი შემდგომი საქმიანობის ერთგვარ გზამკვლევად იქცა.

პატრიარქთან გამართული შეხვედრის სულისკვეთებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდსა და  თავმჯდომარეს, მის უწმიდესობას, 2012 წლის 20 იანვარს, წარვუდგინეთ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წ. 31 დეკემბრისა და 2012 წლის 7 იანვრის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დამტკიცებული - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებები“-ს ამსახველი სრული პაკეტი (ჩაბარების №10-8-1/10, 20.01.2012 წ.).

მოგვიანებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის უფროსის იოანე გოგუას პირით გვეუწყა, რომ აღნიშნული საკითხი, მის უწმიდესობას გასაცნობად გადაუცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის მეუფე იაკობისათვის (იაკობიშვილი).

წინასწარი შეთანხმების შემდეგ 2012 წლის 6 მარტს, დილის 11 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოში, მეუფე იაკობს ვესტუმრეთ - ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე-საერთაშორისო მდივანი რევაზ კობიაშვილი და  ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.

ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხის თაობაზე ზოგადი საუბრის შემდეგ, მეუფე იაკობს ვესაუბრეთ, ჩვენს მიერ - 2012 წ. 8 მარტს დაგეგმილი იმ (პრეს)კონფერენციის თაობაზე, რომელიც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1917 წ. 12 მარტს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავს მიეძღვნებოდა.

ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომდევნო შეხვედრის თარიღად 9 მარტი განისაზღვრა.

2012 წ. 9 მარტს, დილის 10 სთ-ზე მეუფე იაკობმა, იმავე შემადგენლობით სტუმრად მისულებს, გაგვაცნო, ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხისადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება, და მასთან დაკავშირებული თემატიკის, დროსთან მიმართებაში გადაჭრის გზები.

მეუფე იაკობს გადავეცით ჩვენი მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ - 1811-1815 წ.წ. რუსეთის იმპერიის მხიდან ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის იძულების გზით გაუქმების შემდგომად, საქართველოს დედა ეკლესიის მიერ - 1917 წლის 12 მარტს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებაში.

მარტის 6 და 9 რიცხვებში გამართული ორი შეხვედრის დასასრულს მეუფეს, მესამე ეზრას 6,9-ში დაფიქსირებული ღვთის სიტყვის იმ მისტერიული მინიშნების თაობაზე ვესაუბრეთ, რომელიც გვაუწყებს - „... ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი“ (III ეზრა 6,9).

მეუფე იაკობისაგან კურთხევის მიღების შემდგომად, მომდევნო კვირაში შეხვედრის თაობაზე შევთანხმდით.

 ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.