Print

საუბარი ქ-ნ ნესტან ჩხეტიასთან

1მარტის სატელეფონო საუბარი ქ-ნ ნესტან ჩხეტიასთან

„დავიძარით მდინარე აჰავადან (კოდია)

პირველი თვის მეთორმეტე დღეს

იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე.

გვიცავდა მტრის ხელისაგან და

გზაში ჩასაფრებული მზირებისაგან“

(I ეზრა 8,31)

2012 წლის 12 მარტს, საქართველოში არსებული რეჟიმისაგან დევნილი და გერმანიაში იძულებით გადახვეწილი ღირსეული მამულიშვილის კონსტანტინე სალიას მეუღლის ქალბატონ ნესტან ჩხეტიას ინიციატივით, მასსა და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავnჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„რუსთაველის 34“-ის არსის თაობაზე მსჯელობის პარალელურად, ქალბატონ ნესტანს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ბოლო ჟამის იმ მონაკვეთის თაობაზე, რომელიც 2011-2012 წლების გასაყარიდან იღებს სათავეს, და ზოგადად - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თემატიკას მოიცავს.

ბიბლიური ათვლით ახალი წლის პირველი, ანუ მარტის თვის მეთორმეტე დღეს გამართული ორმოცწუთიანი საუბრის დასასრულს, ჩვენის მხრიდან, გამოითქვა სურვილი ღმერთის ნებით დაწყებული ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე.