Print

შეხვედრა „წმიდა გიორგის სადროშო“-ს წევრებთან

12 მარტის შეხვედრა

წმიდა გიორგის სადროშო-ს წევრებთან

2012 წლის 12 მარტს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრები - თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოდგილე, რეგიონალური მდივანი მევლუდ მამადაშვილი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ჯიქია შეხვდნენ ყოვლადწმიდა სამების დიაკვანს მამა ელიზბარს (დიაკონიძე), წმიდა გიორგის სადროშო”-ს თავმჯდომარეს, 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის დეპუტატს გიორგი სუბელიანსა და სადროშოს სხვა წევრებს.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებული რეჟიმის შესაცვლელად საჭირო მოქმედებათა მეთოდებს, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებსა და სხვადასხვა პიროვნებათა მიერ სატვირთი ჯვრის მნიშვნელობას.

დაისახა პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლის გზაზე გადასადგმელი ერთობლივი ნაბიჯების გზები.