Print

შეხვედრა ნუგზარ მოლოდინაშვილთან

13 მარტის შეხვედრა

ნუგზარ მოლოდინაშვილთან

„შეიყარნენ მეფის მწერლები

პირველი თვის მეცამეტე დღეს და

ყველაფერი ისე დაიწერა როგორც ჰამასმა უბრძანა“

(ესთერი 3,12).

2012 წლის 13 მარტს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი შეხვდა 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრს ნუგზარ მოლოდინაშვილს.

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გაცნობის ფონზე საუბარი შეეხო საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპებს.

ბიბლიური ათვლით ახალი წლის პირველი, ანუ მარტის თვის მეცამეტე დღეს გამართული ერთსაათიანი შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა ორმხრივი სურვილი, ამ მიმართულებით, ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე.