Print

16 მარტი 2012 წ. - მისტერია

2012 წლის 16 მარტის „წმიდა გიორგის“-ს

მირონმდინარე ხატის გადმოსვენების მისტერია

15 მარტს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩვენის მხრიდან წარმოდგენილი „შეთანხმების“ ტექსტზე „წმიდა გიორგის სადროშოს“ თავმჯდომარის გიორგი სუბელიანის მხრიდან ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, მეორე დღისათვის, მათი კუთვნილი „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის რუსთაველის 34-ში გადმოსვენება.

მართლაც, 16 მარტის დილის ათ საათზე, ვაჟა-ფშაველას 8-ში, „წმიდა გიორგის სადროშოს“ წევრის ოჯახში დაბრძანებული „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატი, სადროშოს თავმჯდომარემ გიორგი სუბელიანმა ჩამოაბრძანა.

„წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის ფეხით გადმოსვენებაში მონაწილეობდნენ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეები რევაზ კობიაშვილი და მევლუდ მამადაშვილი, ლასკარის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ჯიქია და ლასკარის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ჩოხელი.

გმირთა მოედანზე მდებარე - საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან, აფხაზეთში,  1993 წლის 15-16 მარტს ტამიშთან გამართული ბრძოლის მორიგ წლისთავზე თავშეყრილთ ჩვენც შევუერთდით. „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის მარადიული ცეცხლის წინ დაბრძანების შემდეგ, მუხლმოყრილებმა, საქართველოსთვის თავდადებული ყველა ღირსეული მამულიშვილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წავიკითხეთ, და კვლავ რუსთაველისაკენ დავიძარით.

რუსთაველის 34-თან შეკრებილი ლასკარის წევრები შესაფერისად მიეგებნენ „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატს, რომელიც მეორე სართულზე მდებარე საპრესკონფერენციო დარბაზში, სპეციალურად მისთვის მომზადებულ ადგილზე დავაბრძანეთ.

ამ დროს 12 საათიც შესრულდა და შესაბამისი ლოცვის წაკითხვის შემდეგ, თითოეული ჩვენთაგანი ცალ-ცალკე მიეახლა მირონმდინარე ხატს და გულიდან მომდინარე ლოცვა აღუვლინა მას.

მამა ელიზბარმა (დიაკონიძე) ხატის ისტორია მოკლედ გააცნო ირგვლივმყოფთ, შემდეგ კი „წმიდა გიორგის სადროშოს“ ორ წევრთან ერთად „შენ ხარ ვენახის“ საგალობელი, მთელ დანარჩენ დამსწრეებთან ერთად ვიგალობეთ.

ბიბლიური ახალი წლის ათვლით, ამ დღესთან მიმართებაში, წმიდა წერილში დაფიქსირებული წინასწარნაუწყები, ასეთი შინაარსისა გახლავთ - „პირველი (ანუ მარტის) თვის პირველ დღეს (1 მარტის მისტერია) დაიწყეს განწმენდა (აქ - პირველი პრესკონფერენცია). თვის მერვე დღეს (8 მარტის მისტერია) კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ (ამ დღის თაობაზე იხ. გაზეთის წინა ნომრები). რვა დღე წმენდნენ უფლის სახლს (ამ დროში მომხდარი იხილეთ წინამდებარე ნომერში) და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს (16 მარტს აღსრულებული „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის გადმოსვენებით) მოათავეს (აქ - „უფლის სახლის“ მისტერიული მისიის დასასრულზეა მინიშნება)“ (II ნეშტთა 29,17).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.