Print

9 და 10-11 აპრილი, 2012 წ. - შეხვედრა აკაკი ჯორჯაძესთან, ლაშა (გიორგი) ლომიძესა და ავთანდილ ჯოგლიძესთან


2012 წ. 9 აპრილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მდებარე

წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის ხატს

9 აპრილის შემდეგ სისხლი სდის.

 ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სერგიმაც აღნიშნა, რომ

ეს არის ძალიან დიდი მადლი,

რომელიც დიდ სასწაულს და იშვიათობას წარმოადგენს ქრისტიანულ სამყაროში“.

ღვთისმშობლის ხატი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში 

2011 წლის დეკემბერში დააბრძანესეკლესიაში ამ დროისთვის 

წირვალოცვა არ აღევლინება და მისი გახსნა 

22 მაისსნიკოლოზობის  დღესასწაულზე იგეგმება.

ტაძრის მშენებლობა კი ოთხი წლის წინ დაიწყო.

 

 

აკ. ჯორჯაძესთან ჩვენი ურთიერთობის მე-18 წელთან დაკავშირებული მოვლენების აღწერიდან უკვე ვიცით - 2012 წ. 22 მარტს მასთან გამართული ჩვენი შეხვედრის თაობაზე, როდესაც მისივე ინიციატივით - „... შევთანხმდით - ორმხრივი დიალოგის მომდევნო ეტაპის: 18 დღის შემდეგ, ანუ 2012 წლის 9 აპრილს გამართვის თაობაზე“ (იხ. გაზ. №17(810), 14 აპრილი, 2012 წ., გვ.3).

ბატონი აკაკის მიერ შემოთავაზებული თარიღი - 2012 წ.9 აპრილი, ჩვენთვის, რამოდენიმე კუთხით გახლდათ მნიშვნელოვანი. კერძოდ, ამ დღეს:

- 1994/1995 წ. 9 აპრილიდან მე-18 და მე-17 დროითი მიჯნა ფიქსირდებოდა;

- 2003 წ. 9 აპრილიდან 9 წელი გადიოდა;

- 2012 წ. 22 მარტიდან მე-18 დღე სრულდებოდა.

ბუნებრივია დავეთანხმე ბატონი აკაკის წინადადებას, და მას 2012 წ. 9 აპრილის 14.00 სთ-ზე, მისი საცხოვრებელი სახლის (გ. ჩიტაიას №20-ის პირველი სართული) ქვეშ არსებულ სარდაფში განთავსებულ ოფისში ვეწვიე.

აკაკი ჯორჯაძესთან მისვლისას გაირკვა, რომ მისი მხარდამჭერების თავყრილობაზე მივსულვარ. მცირე შესავალი სიტყვის შემდეგ, აკ. ჯორჯაძის თხოვნის პასუხად სიტყვით სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები გამოვიდნენ. თითოეული მათგანი, აფიქსირებდა რომ ისინი, ბატონი აკაკისგან მოითხოვდნენ (ელოდნენ) პასუხს, მათი მომავალი საქმიანობის გაგრძელება-არგაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

მათი გამოსვლების დასასრულს, ჩემდა მოულოდნელად, აკ. ჯორჯაძემ შეკრებილებს ღიად გამოუცხადა ჩემი იქ ყოფნის ფაქტი... მოკლედ ისაუბრა 1995 წლიდან მოყოლებით განვითარებული ჩვენი ურთიერთობის რამოდენიმე მხარეზე და ბოლოს დაამატა - „ვინც ფიზიკურად არ იცნობთ - აი, ეს არის გელა სალუაშვილიო“. მისი შემოთავაზების მიუხედავად, სიტყვით გამოსვლაზე არ დავთანხმდი, და გამოცხადებული შესვენების დასაწყისშივე ვუთხარი, რომ დამსწრეთ, ჩემს მოსაზრებას, მხოლოდ მისი პოზიციის საბოლოოდ გაცხადების შემდეგ გავუზიარებდი.

შეკრების განახლებიდან მცირე ხნის შემდეგ, ბატონმა აკაკიმ თანამოაზრეებს განუცხადა, რომ მათთვის ცნობილი მიზეზების გამო (შეგროვილი ხელმოწერების არასათანადო ოდენობა და სხვა), „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“, 2012 წ. 9 აპრილიდან, თავის საქმიანობას აღარ გააგრძელებდა.

მიუხედავად მოლოდინისა, დამსწრეთათვის მაინც მძიმე მოსასმენი შეიქნა ბატონი აკაკის მიერ თავისი 18 წლიანი საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გაცხადებული საბოლოო განაჩენი.

ჩამოწოლილი მდუმარების ფონზე სიტყვით გამოსვლა ვითხოვე, და შევეცადე ამეხსნა მათთვის ბოლო ჟამის, ჩვენს თვალწინ მიმდინარე დროითი ეტაპების მთავარი არსი. თითქმის ნახევარსაათიანი სიტყვის დასასრულს, ბატონ აკაკისთან მოსალოდნელ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგიდან გამომდინარე, საბოლოო პოზიციის მათ წინაშე დაფიქსირება ისევ ბატონ აკაკის მივანდე.

რამოდენიმე ხნით კიდევ გაგრძელებული შეკრების დასასრულს, ბატონი აკაკის წინადადებით, მათი მომავალი შეხვედრის თარიღად - 20 მაისი (აკ. ჯორჯაძის დაბადების დღე) დასახელდა, სწორედ ამ დღეს მოხდებოდა  მიღებული გადაწყვეტილების საბოლოო შედეგის მათთვის გაცხადება.

სხდომის დასრულების შემდეგ, ბატონი აკაკის სიძის - პ/გ „ახალი სიტყვის“ თავმჯდომარის ბატონ ლაშა (გიორგი) ლომიძის მეშვეობითა და ბატონის აკაკის თანხმობით, ჩვენი შეხვედრა მეორე დღისათვის დავგეგმეთ.

10 აპრილს შემდგარი შეხვედრის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მოდით რამოდენიმე ბიბლიური მინიშნება გავიხსენოთ.

9 აპრილის შეკრებაზე მოსული აკ. ჯორჯაძის თანამოაზრეთა გაძლიერებული მოლოდინის (აქ - სულიერი შიმშილის) ანარეკლი, ბილიაში ასეა ასახული - „მეოთხე თვეს, თვის ცხრაში (9 აპრილს), გაძლიერდა შიმშილი (მოსალოდნელ კითხვაზე - „რა ვქნათ?“ პასუხის მოსმენის მოლოდინი), და არ იყო პური (აქ - ქრისტეს არსობრივი მხარე, ანუ „პური“ = ქრისტეს ხორცი - იხ. ლუკა 22,19), ქვეყნის ერისთვის“ (იერ. 52,6).

ამ დღეს, შეკრებილთა წინაშე, ღიად დავაფიქსირე, რომ მე, არა პიროვნული, არამედ ბიბლიაში მითითებული - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოზიციის რანგში გამოვდიოდი მათ წინაშე.

აკაკი ჯორჯაძის მიერ ორგანიზებულ ამ შეხვედრაზე, ზემოთ უკვე აღწერილის [მისტერიულად შესრულებულის] მინიშნება, სახარებაში ასე იკითხება - „მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით (თითქმის მთელი ამ შეკრების მანძილზე, აღნიშნული ოფისის კართან ე.წ. „წყალკანალის“ სატვირთო მანქანა იდგა, ხოლო მუშა ბრიგადა გულმოდგინედ ცდილობდა მოულოდნელად წამოჭრილ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას); მაგრამ თქვენს (აქ - შეკრებილთა) შორის დგას ის ვისაც არ იცნობთ (იხ. მის მიერ ზემოთქმული).

ის (აქ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“) არის ჩემს (აქ - სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“-ს) შემდეგ (კოდია) მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო (ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“, 1992 წ. 10 იანვარს დაარსდა, ხოლო რეგისტრაცია 2 აპრილს მოხდა)... ეს ხდებოდა ბეთაბარაში (კოდია), იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე“ (იოანე 1,26-28).

უკვე ნათქვამს, გვინდა კოდირებული „ბეთაბარა“-თი კოდირებულად მინიშნებული ახსნა დავამატოთ.

სულხან-საბასეული სწავლებით „ბეთაბარა“ (იგივე: „ბეთაბრა“ და „ბეთბარა“), გვეარაკება - „ბეთ სახლსა ნიშნავს; ბეთბარა - სახლი ყოფილი“ (იხ. ტ. 2, გვ.606).

თუ არა დღევანდელი გადმოსახედი, ალბათ გაურკვეველი დარჩებოდა, თუ რა კავშირშია მდინარე იორდანეს ნაპირებზე მომხდარი - „ბეთაბარა“-სთან, ანუ რაღაც - „სახლ ყოფილთან“.

კოდი: „ბ[2] + ე[5] + თ[9] + ა[1] + ბ[2} + ა[1] + რ[19] + ა[1]“, ჯამში 40-ს იძლევა. აქ, აკაკი ჯორჯაძის „სახლში“ (მის - სარდფში) მომხდარზე მინიშნების გარდა კონკრეტული დროა მოცემული, და აი, როგორ. როგორც ვიცით, ბიბლიური წელთაღრიცხვა - მარტის თვესთანაა დაკავშირეული. 1 მარტიდან ათვლით კი 9 აპრილი, ზუსტად მე-40 დღე გახლავთ.

ამდენად, სახარებისეული ტექსტი გამოკვეთავს არა მარტო აღნიშნული შეხვედრის დროსა (9 აპრილი) და ადგილს („სახლი ყოფილი“) , არამედ ამ დღეს მომხდარის მთავარ არსსაც.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

2012 წ. 10 და 11 აპრილი

9 აპრილის მეორე დღეს, ბატონ აკაკისთან გამართულ შეხვედრას, ჩვენს გარდა ორი პიროვნება ლაშა (გიორგი) ლომიძე და ავთანდილ ჯოგლიძე ესწრებოდა. მიზეზთა გამო, საუბრის დაწყებიდან ორიოდე წუთში ბატონმა ლაშამ შეხვედრა დატოვა.

სამთა შორის გამართული ოთხსაათიანი დიალოგის მანძილზე, მათ დეტალურად მოვუყევი, ბიბლიაში დაფიქსირებული, ბოლო ჟამის მოვლენათა სცენარის შემცველი ინფორმაციის თაობაზე. ვცდილობდი ამეხსნა „იოანეს“, იგივე „სასძლოს“ (სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“-ს) მოქმედების ეტაპის გასრულებისა და „ქრისტეს“, იგივე „სიძის“ („...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს) საქმიანობის გაგრძელების მთავარი არსი.

შეხვედრის დასასრულს შევთავაზე ერთობლივად გადაეწყვიტათ ჩვენი წინადადება - მომავალი საქმიანობის „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით გაგრძელების თაობაზე.

ბატონმა აკაკიმ, წასული ლაშას გარეშე დარჩენილ თავის მეორე მხარდამჭერს - ავთანდილ ჯოგლიძეს ურჩია მეორე დღეს, ჩვენს ოფისში გამართულ შეხვედრაზე, უკვე მის გარეშე გაერკვიათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საკითხები. ასეც შევთანხმდით.

9 აპრილის მეორე დღეს 10 აპრილს მომხდარის თაობაზე სახარებაში ასეთი მინიშნებაა მოცემული - „მეორე დღეს (აქ - 10 აპრილს) დაინახა იოანემ (აქ - აკაკი ჯორჯაძე) მისკენ მიმავალი იესო (აქ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“) და თქვა... ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი (აქ - „ახალი სიტყვის“) წინამორბედია, ვინაიდან („...უფალია ჩვენი სიმართლე“) ჩემზე უწინარეს (1992 წლიდან) იყო...

მეორე დღეს (11 აპრილს) კვლავ იდგა იოანე (აკ. ჯორჯაძე) თავის ორ მოწაფესთან ერთად (ლაშა ლომიძე და ავთანდილ ჯოგლიძე). და დაინახა მომავალი იესო („უფალია ჩვენი სიმართლე“) და თქვა: აჰა ტარიგი ღმრთისა (წადით და გაარკვიეთ გასარკვევიო). ეს რომ გაიგეს ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა“ (იოანე 1,29-30; 35-36).

2012 წ. 10 აპრილის მეორე დღეს - 11 აპრილს, უკვე ჩვენს ოფისში შევიკრიბეთ. ბატონ ლაშა (გიორგი) ლომიძესა და ავთანდილ ჯოგლიჯეს ერთობლივად მოვუყევი ბოლო ჟამის მიმდინარეობისა და ჩვენის აზრით ამ დროში გასაკეთებლის მთავარი არსი. სამსაათიანი კითხვა-პასუხის ბოლოს, გადაწყვეტილების მისაღებად, დრო ითხოვეს.