Print

2012 წ. 13 აპრილის შეხვედრა მამა ბასილთან (მკალავიშვილი)

დროითი ნიშანი - „მკა“

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი, ჩვენს ირგვლივ მიმდინარე, მოვლენები, ბიბლიურ მინიშნებათა კვალდაკვალ მიემართება. თანახმად დაწერილისა, გადავწყვიტეთ ჩვენი საქმიანობის თაობაზე გლდანის ეპარქიაში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარ, პროტოპრესვიტერ მამა ბასილთან   (მკალავიშვილი) გვესაუბრა. მამა ბასილის ინიციატივით, შეხვედრის დღედ - 2012 წლის 13 აპრილის პარასკევი შეირჩა.

ვნების კვირის პარასკევს, გლდანის ეპარქიაში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა ბასილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეები - საერთაშორისო მდივანი რევაზ კობიაშვილი და რეგიონალური მდივანი მევლუდ მამადაშვილი.

მამა ბასილს დეტალურად გავაცანით ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ძირითადი ჩამონათვალი; ზოგადად ვისაუბრეთ ჩვენი პარტიის - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის თაობაზე.

მამა ბასილმა, თავის მხრივ, გაგვიზიარა მისი - ცნობიერად გააზრებული მოლოდინი, ბოლო ჟამის გასრულებისა და უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისეული დროის მოახლოების თაობაზე.

ერთსაათიანი შეხვედრის დასასრულს მამა ბასილს გადავეცით - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული, ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტების ნუსხაში შემავალი ორი საკითხის: 1. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“ და 2. „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“ - ამსახველი ბროშურები.

გამომშვიდობებისას მამა ბასილმა დაგვილოცა გზასავალი და ჩვენს საქმიანობაში ღმერთის შეწევნა გვისურვა. იქვე მიღწეული შეთანხმების თანახმად, მომავალი შეხვედრის სავარაუდო თარიღად მაის-ივნისის თვის გასაყარი გამოიკვეთა.

მაცხოვრის ჯვარცმის მისტერიული დღის თანხვედრი ამ შეხვედრის მოკლე ანგარიშის დასასრულს, შემოგთავაზებთ მამა ბასილ მკალავიშვილის გვარ-სახელში ჩადებული კოდირებული მინიშნების იმ ნაწილს, რამაც ერთგვარად განსაზღვრა (აქ - დაგვიდასტურა) კიდეც აღწერილი მოვლენის ამგვარი სახით ასრულება.

 

კოდირებული - „ბასილი“ და „მკალავიშვილი“

ღვარძლისა და ყანის იგავის განმარტებისას უფალი იესუ ქრისტე ასე ბრძანებს - „...კეთილი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია; მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს“-ო (მათე 13,37-40).

მაცხოვრისეული კოდირებული სიტყვები: „მკა - ქვეყნის დასასრული“, მისტერიულ კავშირში უნდა იყოს იმ დროითი ნიშნის შეცნობასთან, რომელი ჟამის მოახლოებაც მამა ბასილის გვარით გვეკარნახება.

მოდით გავხსნათ კოდი: „მკა-ლ-ავ-იშვი-ლი“.

სულხან-საბასეული მინიშნება ასეთია: „მკა ყანის მომანგლვა“-ა (ტ. 1, გვ.488); „ავ ნ. ივლისი“ (ტ. 1, გვ.39); თავის მხრივ: „ივლისი - თიბისა(ა). ივლისს პირველ ავ და კვინტილიონი ეწოდებოდა“-ო (ტ. 1, გვ.324).

მეორეს მხრივ, ქართული ხალხური სახელწოდებით: ივლისს - მკათათვე ეწოდება (იხ. „ქართული ენის განმართებითი ლექსიკონi“, რედ. არნ. ჩიქობავა, თბ. 1986 წ., გვ.307).

გვარში გამოკვეთილი - „იშვი“, სიტყვა „შობა“-ს მეორე პირში ბრუნვისეული ფორმაა - „იშვი“ „შენ“. ამასთანავე, გვარი - „მკა-ლა-ვიშვი-ლი“, მოიცავს „შობა“-ს პირველ პირში ბრუნვისეულ ფორმასაც: „ვიშვი“ „მე“.

გვარში ჩადებული საიდუმლო კოდი, ორიათას მე-12 წლის აპრილის 13 რიცხვში შემდგარი შეხვედრის თარიღის გამოკვეთის შესაძლებლობასაც იძლევა. კერძოდ, აღნიშნულ „მკა“-სა და „ავ“ შორის მოქცეული ქართული ანბანის მე-12 ასო-ნიშანი - „ლ“, შეხვედრის გამართვის წელზე; ხოლო „მკა“-სა და „ვიშვი“-ს შორის მოქცეული - „ლა“, ასოთა რიგითი ნომრის მიხედვით, შეხვედრის თარიღზე: „ლ[12] + ა[1] = 13-ზე მიგვანიშნებს.

ყოველივე ზემოთქმულით, ბოლო ჟამის მაცხოვრებელთ, პრინციპით - ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს, იგავური ფორმით გვეუწყება, რომ - ორიათას მე-12 წლის აპრილის 13-ში შემდგარი შეხვედრა, თავად ამ ფაქტის დაფიქსირებით, წინმსწრები ნიშანია - ბოლო ჟამის დასრულების მაუწყებელი იმ ეტაპისა (აქ: „მკა - ქვეყნის დასასრული“), რომელიც კოდირებულ „მკათათვესთან“ („ავ“ – „ივლისი“) მიმართებით, „ვიშვი“-სა და „იშვი“-ს არსობრივ მხარესთანაა დაკავშირებული.

 გამოკვეთილი „მკათათვის“ სახელდება: „ივლისი“, მეგრული - „სი“ = „შენ“ ფორმის გათვალისწინებით, მოსალოდნელ მოქმედებაზე(ც): ივლი - სი (შენ)“ გვეარაკება.

განსახილველი გვარის კოდირებული არსი: „მკა-ლ-ავიშვი-ლი“, საძიებელი მე-12 [„ლ“] წლის „მკა“-თათვეში განსახორციელებელი მოქმედებისკენ („ივლი - შენ“) სვლის დაწყებას: „ავიშვი“-ს ფორმით გამოგვიკვეთავს.

კოდირებული „ავიშვი“-თ მონიშნებული (აქ - მოქმედების დაწყება), კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ იმასაც გავიაზრებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა მაცხოვრის ჯვარცმის მისტერიულ დღეს შედგა, რაც - ჯვარცმის ეტაპის გასრულებასა და მომავალი აღდგომის სიმბოლურ კავშირზეც მიგვანიშნებს.

ქართულ ანბანში მე-16 ასო-ნიშანი „ო“, ქარაგმით „უფალო“-ს არსის გადმომცემია (იხ. სულხან-საბა, ტ.1, გვ.599). საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „აზარეს ნსტიტუტი“-ს [ქარაგმით - „ლი“] გაზეთ „დედანი ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი - 1997 წლის 4 იანვარს დაიბეჭდა. აქედან ათვლით, 2012 წლის 4 იანვარი, ჩვენთვის - 15 წლიანი მიჯნის დასასრული, და მე-16 წელში გადამდგარი გზასავალის დასაწყისია. და აი, აღნიშნული 2012 წლის 4 იანვრიდან მოყოლებით, ზემოთაღნიშნული შეხვედრის თარიღი - 13 აპრილი, მე-100 დღეა.

სახელი - „ბასილი“ (ბერძნ.) „მეფური“, „სამეფო“-ს ნიშნავს [იხ. ზ.ჭუმბურიძე, „რა გქვია შენ?“, თბ. 1992 წ., გვ.99). ჩვენის აზრით, სახელისმიერი კოდი „ბ-ასი-ლი“, მასში ჩადებული - „ასი“-თ, ერთ-ერთი ფორმით, სწორედაც რომ აღნიშნულ თარიღზე, ანუ კოდირებულ მე-100 დღეზე უნდა გვანიშნებდეს.

და ბოლოს. გვარისმიერი კოდი: „მკალავი-შვილი, ქართული ანბანის ასოთა რიგითი ნომრების გათვალისწინებით, გვაუწყებს: „მ[13] + კ[11] + ა[1] + ლ[12] + ა[1] + ვ[6] + ი[10]“ = 54. მიღებული „54“-ის წელთა რიცხვის კუთხით გააზრება, უკვე აღნიშნულ „მკა“ (მკათათვე)-სა და „ავ“ (ივლისი)-ის ნიშნებთან კავშირის გარდა (აქ - „[მკა] ქვეყნის დასასრული“ და „ივლი-შენ“, იგივე „ვიშვი“, „იშვი“ და „ავიშვი“),მეორეს მხრივ - იმ „ლი“-ს დაბადებაზეც („შვი“) გვეარაკება, რასაც - ხრწნადში ყოფნის დასასრული და უხრწნელში გადასვლა, იგივე - განღმრთობა და თეოზისი ჰქვია, რამეთუ „54“ = 5 + 4 = 9, ისევე როგორც „ღ[25] + მ[13] + ე[5] + რ[19] + თ[9] + ი[10]“ = 81 = 8 + 1 = 9.

მაშ მართლაც - ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!