Print

2012 წ. 2 მაისი - ბ. ხურციძე

2012 წლის მაისის შეხვედრა ბეჟან ხურციძესთან

ბოლო ჟამში მიმდინარე პროცესებში განივთებულ მინიშნებათა შესაბამისად, გადავწყვიტეთ საქართველოს პარლამენტის წევრს, ვანის მაჟორიტარ დეპუტატს - ბეჟან ხურციძეს დავკავშირებოდით.

29 აპრილს გამართულ პირველ სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოში, ახლობლის გასვენებაში მყოფი ბატონი ბეჟანი, თბილისში მხოლოდ - 1 მაისის საღამოხანს თუ ჩამოვიდოდა. შეთანხმებისამებრ, მეორე სატელეფონო საუბარი 2 მაისის დილას გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ შუა დღისათვის ბატონი ბეჟანი „ლასკარში“ გვეწვეოდა.

თითქმის ორსაათიანი საუბრის მანძილზე ბატონ ბეჟანს ზოგადად გავაცანით ბიბლიურ მინიშნებათა ის მთავარი არსი, რომლითაც ბოლო ჟამად სახელდებული დროის გასრულება გვეუწყება... მოვუყევით „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო გეგმისა და საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის შესახებ.

საუბრის მეორე ნახევარი დაეთმო მის გვარ-სახელში ჩადებული კოდების გახსნას, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ჩვენი მასთან შეხვედრა. კერძოდ:

1. სახელი-კოდი: „ბეჟანი“ [„ბ-ე-ჟანი“], ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების გათვალისწინებით, ზუსტად გამოკვეთავს - ჩვენი შეხვედრის თარიღს.

  პირველი ორი ასო-ნიშანი: „ბ“ და „ე“, თავისი რიგითი ნომრებით: 2 და 5, შეხვედრის თარიღსა და თვეზე მიგვანიშნებს - „ბ[მე-2, აქ - რიცხვი] - ე[მე-5, აქ - თვე]’, ანუ - 2 მაისი;

იოანე-ზოსიმესეული კარნახით - „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული (კოდია, და „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ბოლო ჟამისმიერ ყოფაზე მიგვანიშნებს), მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა (ჭეშმარიტად). და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე“-ო (იხ. „ქემაჲ...“).

ბოლო ჟამისეული კუთხით - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, ორ კონკრეტულ წელზე უნდა გვანიშნებდეს. ამათგან პირველი: მე-20 საუკუნის 94-ე, ანუ - 1994 წელია; ხოლო მეორე - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ათვლით 94-ე, ანუ 2012 წელს გამოკვეთავს.

თავის მხრივ, 94-ე, ანუ 2012 წელს ორი ზღვარი აქვს: ქვედა მიჯნა 26 მაისია, ხოლო ზედა მიჯნა კი 2012 წლის მიწურულზე მოდის.

1994 -სა და 2012 წლებს შორის ზუსტად 18 წელია.

ეს ჩანართი იმისათვის გავაკეთეთ, რათა უფრო გასაგები გამხდარიყო, რომ განსახილველი სახელი-კოდის ბოლო შემადგენელი: „ჟან“-ი, ქართულ ანბანში „ჟ“-ს რიგითი ნომრით - 18, ჩვენის აზრით, სწორედ აღწერილი შეხვედრის წელზე, ანუ 2012 -ზე უნდა გვანიშნებდეს.

ამდენად, კოდირებული: „ბ(2) - ე(5) - ჟანი(18)“ -ით, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს პრინციპით, შეხვედრის თარიღი - 2012 წლის 2 მაისია გამოკვეთილი.

2) გვარში: „ხ-უ-რ-ცი-ძ-ე“ შეფარული კოდი, თავის მხრივ გვიფიქსირებს თუ რა დრო-ხანი გვიახლოვდება, და რომ ესაა: „(ანი) - (ფლისა) - (ჩეული) - ცი(სიერი) - (ისა) - (რთადერთისა)“.

როგორც ცნობილია ეზოთერულ აზროვნებაში - ცხენისა და მხედრის ერთობა, ადამიანის - ხორცისა და სულისმისტერიული სახებაა. როგორც მხედარმა უნდა დაიმორჩილოს ცხენი, ასევე ადამიანის სულმა უნდა შეძლოს საკუთარი სხეულის მართვა.

სულხან-საბასეული მინიშნება „ბეჯანთან“ მიმარტებაში ორგვარია:

ერთის მხრივ - „ბეჟანია ცხენის გვარია“-ო (ტ. 1, გვ. 101) გვეუბნება, ანუ კოდირებულ - „სხეულზე“ გვანიშნებს;

ხოლო მეორეს მხრივ, იქვე ვკითხულობთ - „ადეგ ბეჟან [აქ - პიროვნებაზე მიგვენიშნება] შავი [ბატონი ბეჟანი, მიზიზთა გამო გასაგები, სამგლოვიარი - შავ ფერებში გამოწყობილი გვესტუმრა] ცხენი [აქ - სხეული] ქიტას [კოდია] მიეც“ (ტ. 2, გვ. 634).

ბეჟან ხურციძის - ვანთან დაკავშირება (მისი ვანის მაჟორიტარი დეპუტატობა), კოდირებულად, იმ და-ვანებაზე უნდა გვანიშნებდეს, რასაც - ძე კაცისაზე სულიწმიდის გარდამოსვლის, ანუ ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების ჟამის მოახლოება ჰქვია.

ამდენად, 1994 წლიდან ათვლით მე-18, ანუ 2012 წლის 2 მაისს, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან - ბეჟან ხურციძესთან შემდგარი შეხვედრით, მისტერიულად მიგვენიშნება: ძე კაცისაზე, ანუ რჩეულ ცისიერ მხოლოდშობილ ძეზე, სულიწმიდის დავანების, ანუ მისი ძალმოსილებით აღჭურვისა და უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებისეული ხანის მოახლოება.

შეხვედრის დასასრულს, ბატონ ბეჟანს ჩვენი პ/გ-ის საარჩევნო პროგრამის ამსახველი მასალების სრული პაკეტი გადავეცით და მომავლის შეხვედრის სურვილით დავემშვიდობეთ.