Print

23-24 ივლისი, ანუ - უფლის სახელით

23-24 ივლისი, ანუ „უფლის სახელით“ მავალთა

ახალი ათვლის წერტილი

2012 წლის 18 ივლისს, ცსკ-ში შეტანილი განაცხადით, იურიდიულად დარეგისტრირდა, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში გასავლელ ეტაპზე მომქმედი ჯგუფის საბოლოო სახელდება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, სწორედ ამ სახელდებით აპირებს ჩვენი პ/გ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდო მონაწილეობას [იხ. გაზ. წინა ნომერი].

2012 წ. 21 ივლისის „ლასკარის“ სხდომაზე, ერთხმად იქნა დამტკიცებული წინადადება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს იმ ინიციატივის თაობაზე, რომელიც - ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

წინასწარი კონსულტაციების შემდეგ, 2012 წლის 23 ივლისს, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ახალი ერთობის - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სადამფუძნებლო სხდომის პირველი შეკრება. მიზეზთა გამო, საჭირო შეიქნა სხდომის მეორე დღისათვის გადადება.

23-24 ივლისის ორ რაუნდიანი შეკრების სადამფუძნებლო სხდომაში მონაწილეობდენენ:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით: მიხეილ (გელა)  სალუაშვილი;

„სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“-ს სახელით: სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე];

იბერიულ-კავკასიური მოძრაობა „ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“-ს სახელით: სერგი საჯაია.

2012 წლის 24 ივლისს, გაიმართა: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პირველი სხდომა. სადამფუძნებლო სხდომის სუბიექტების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ხელმძღვანელი ორგანოს „უფლისმიერი ლასკარი-ს სპიკერად არჩეულ იქნა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ (გელა)  სალუაშვილი.

სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „აფხაზური საკითხების კომისია - ილორის წმიდა გიორგის საყდრიონი-ს შექმნისა, და მის ხელმძღვანელად: იბერიულ-კავკასიური მოძრაობა „ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი-ს თავმჯდომარის სერგი საჯაია დამტკიცების თაობაზე.

„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიხეილ (გელა) სალუაშვილის წინადადება საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპებისა და მათი პრაქტიკული განხორციელების თაობაზე.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული აღნიშნული წინადადების თაობაზე მომზადებული ორი მემორანდუმი.

ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი მასალის გაცნობამდე, ბოლო ჟამისეული მინიშნებების ის ნაწილი გვინდა წარმოგიდგინოთ, რომლებშიც 23-24 ივლისის თაობაზეა მითითება.

... „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს დაფუძნებისეულ თარიღებზე ბიბლიაში მოცემული მისტერიული მინიშნება, ახალი წლის სამივე ათვლის წერტილიდან, კერძოდ: იანვრის, მარტისა და სექტემბრის თვესთან მიმართებაშია დაცული. მაშ, ასე - ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს:

1. იანვრიდან [საერო ახალი წლიდან] ათვლით - მეშვიდე, ანუ ივლისის თვის 23 და 24 რიცხვების თაობაზე ვკითხულობთ:

- 23 ივლისზე: „მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს“ [2 ნეშტთა 7,11];

- 24 ივლისზე: „ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერწაყრილნი (სულისმიერ სიმდაბლის ელემენტზეა მინიშნება)“ [ნეემია 9,11];

2. მარტის [ბიბლიური ახალი წლის] თვიდან ათვლით მეხუთე, ანუ ივლისის 23 რიცხვთან მიმართებაში გვეუწყება - „მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მარდოქაიმ იუდაელებს...“ [ესთ. 8,9];

3. სექტემბრის [საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წლის] თვიდან აღებულ მეთერთმეტე, ანუ ივლისის 24-ე რიცხვთან დაკავშირებით, ასეთი მინიშნებაა მოცემული - „მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღე იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ...“ [ზაქ. 1,7].

ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა იმ ნაწილის გასაგონად, რომელიც ცნობიერად ელის მეორედ მომავალი უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გაცხადებას, გვინდა განვაცხადოთ - 2012 წლის 23-24 ივლისიდან „უფლის სახელით“ მავალთათვის - ახალი ათვლის ეტაპი დაიტყო.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!