Print

2013 წ. 12-18 იანვარი: ჩვენ და კოალიცია "ერთსულოვნება"

გარდასულ დღეთა მოკლე ქრონიკა

11 იანვარს „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარის მ. ანდღულაძისაგან წამოსვლის [იხ. გაზ. №1(846), გვ. 7] მეორე დღეს, ბ-ნ ჯემალ ჯიქიას მეშვეობით გვთხოვეს - 13 იანვარს, 14.00 სთ-ზე დანიშნულ შეკრებაში მიგვეღო მონაწილეობა.

სხდომაზე მისვლისას შევიტყვეთ, რომ - ბ. ივანიშვილისადმი განკუთვნილი: „ღია მიმართვის“  [იხ. გაზ. №1(846), გვ. 6-7] პრემიერ-მინისტრისათვის გადაცემა ვერ მოუხერხებიათ.

შემდგომი სამოქმედო გეგმის თაობაზე მსჯელობისას, ჩვენ ვუთხარით, რომ - არ მიგვაჩნდა მართებულად, 2013 წ. 20 იანვარს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან - რამოდენიმედღიანი უწყვეტი [კარვებით, გათბობითა და კვებით უზრუნველყოფით] საპროტესტო აქციის გამართვა.

ჩვენის აზრით, ერთადერთი მართებული ნაბიჯი იქნებოდა, თუკი 20 იანვარს - ერთდღიანი დიდი აქცია გაიმართება, სადაც გაჟღერდება მთავარი მოთხოვნა, რომ - მ. სააკაშვილის მიერ თავისი საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს მიეღო, ჩვენს მიერ უკვე შემუშავებული, სპეციალური დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მთელი ძალისხმევა, არა - საპრეზიდენტო რეზიდენციის ხანგრძლივი და [სამართლებრივად არაფრისმომცემი] ბლოკირებისაკენ, არამედ - პარლამენტისაკენ მიგვემართა, რათა მათ მიერ, მილიონამდე საქართველოს მოქალაქის მიერ ხელმოწერით გამოხატული ნება - იურიდიულად გაეფორმებინა.

სამწუხაროდ, მ. ანდღულაძისა და თ. შაშიაშვილის [პოლიტიკური პარტიათეთრების" თავმჯდომარე] მოსაზრებათა დომინირების ფონზე, სხდომის მონაწილეებმა, ჩვენი წინადადება არ მიიღეს.

უფრო მეტიც, სხდომის თავმჯდომარემ - მ. ანდღულაძემ, ჩვენს მიერ შეკრების დატოვების წინადადება კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა, შემდეგ, თავადვე აღმოჩნდა უმცირესობაში. ამ ფონზე წარმართული სხდომის დასასრულს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ - ეფიქრათ ზემოთქმულზე და - დავემშვიდობეთ.

16 იანვარს, 17.00 სთ-ზე, ბ-მა მ. ანდღულაძემ სატელეფონო საუბარში შემატყობინა, რომ თუ თანახმა ვიქნებოდი, იქნებ - 17 იანვარს პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გასამართ პრესკონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა; და დასძინა - თქვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ბ-ნ პაატა ცნობილაძეს გადავეცით განსახილველად, და დღეს 20.00 სთ-ზე გასამართ ყოველდღიურ სხდომაზე, თუ მობრძანდებით, ამ საკითხზე საბოლოოდ შევჯერდეთო. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე - დავეთანხმე.

სხდომაზე დამსწრეთ, პრესკონფერენციის გამართვის თაობაზე გაკეთებული განცხადების გავრცელებაზე თანხმობა განვუცხადეთ  [„ხვალ, 17 იანვარს, 12 საათზეპრაიმ ტაიმის" პრესკლუბის სტუმრები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციისერთსულოვნება საზოგადობის უფლებებისათვის" თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე, პოლიტიკური პარტიათეთრების" თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი, იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, პროფესორი პაატა ცნობილაძე, პოლიტიკური გაერთიანება - „სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა- უფალია ჩვენი სიმართლე"-ს თავმჯდომარე გელა სალუაშვილი“] და, საკითხზე მსჯელობის დასასრულს, შევთავაზეთ: ეფიქრათ - ხსენებული ღია წერილის პარლამენტისათვის გადაგზავნაზე.

17 იანვარს, პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში 12.00 სთ-ზე ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, ტ/კ „მაესტროს“ პრესკლუბში, ამავე საკითხზე მონაწილეობის მიღება - ჩემის გამოკლებით გადაწყვიტეს. ბუნებრივია წინააღმდეგობა არ გამიწევია, და მათსავე ოფისში დაველოდე მათ დაბრუნებას.

„მაესტროდან“ მობრუნების შემდეგ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, „ლასკარის“ მიერ მომზადებული „ღია მიმართვის“ ტექსტის უცვლელი სახით [ფოსტის მეშვეობით] გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს [რასაც ბ-ნი პაატა ცნობილაძე დაეთანხმა].

„ღია მიმართვის“ ტექსტის „ხელმომწერთა“ 31 კაციან სიაში [„ღრმა პატივისცემით კოალიცია ,,ერთსულოვნება“ - რეზო ჩხეიძე, რეზო ამაშუკელი, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, გოჩა არონიშიძე, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, მარინა კაჟაშვილი, ნანა შარაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი.

საკონტაქტო პირი: ,,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვისთავმჯდომარე: მიხეილ ანდღულაძე, ტელ. 577 41 42 41; თბილისი, 17 იანვარი 2013 წ.]:

25-ე და 26-ე ადგილები მე და ბ-ნ ჯემალ ჯიქიას „გვერგო“ [იგივე ტექსტი გადაეგზავნა გაზ. „ახალი თაობის“ რედაქციას, რომელმაც, მცირე შემოკლების სახით, 18 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა]... იმავე საღამოს 20.00 სთ-ზე გასამართ ყოველდღიურ შეკრებაზე დასასწრებლად აღარ დავრჩენილვარ...

გარდასულ დღეთა შესახებ საუბარს, მოციქულის სიტყვებით დავასრულებთ - „ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს? მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომ თქმულა: ქედმაღალს მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს; წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან... დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე, და აგამაღლებთ თქვენ“ [იაკ. 4,5-7; 10].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 მინაწერი:

ინტერნეტ სივრცეში ასეთი მიმართვა გავავრცელეთ: 

ღირსების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქის საყურადღებოთ: 

თუკი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - საქართველოს პარლამენტი, ნებისმიერი მიზეზის მოშველიებით, 2013 წლის 15 იანვრიდან ათვლით დაწყებულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ინიცირებას არ გაუკეთებს და არ შექმნის იურიდიულ დოკუმენტს, რომლის ძალითაც - 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს აღარ ექნება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კანონიერად ყოფნის უფლება, მაშინ 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის ყველა წევრი თავადვე გახდება პასუხისმგებელი და თანამონაწილე-თანამზრახველი -  მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ [აქამდე და ამის შემდეგ] ჩადენილ ყველა დანაშაულზე...

დე, აღსრულდეს - ხმა ღვთისა და ხმა ერისა. ამენ!

14 იანვარი, 2013 . 

შეკითხვა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას:

საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ „ორივე“ მხარე ერთმანეთთან გარიგებული ხომ არ ბრძანდებით?