2013 წ. 19-22 იანვარი: ჩვენ და კოალიცია "ერთსულოვნება"
გარდასულ დღეთა მოკლე ქრონიკა
2013 წ. 19 იანვარს გამართულ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე მიღებული მიმართვების შინაარსის კოალიცია „ერთსულოვნებისათვის“ გაზიარების შეთავაზების მიზნით, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ ოფისს [პეკინის ქ. №34] ვეწვიეთ ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.
ერთსაათამდე მიმდინარე მსჯელობა - განხილვას, ჩვენს გარდა ესწრებოდნენ: „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძე, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, 1992-1995 წ.წ. მოწვევის პარლამენტარი, იურისტი ალექსანდრე კობაიძე და სხვები.
სამწუხაროდ სხდომის მონაწილეებმა ბოლომდე ვერ გაიაზრეს ჩვენი წინადადების მნიშვნელობა, და უარი განაცხადეს ამ საკითხის 20 იანვრისათვის, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაგეგმილ - „ღისების შეკრების“ მონაწილეთა წინაშე გატანაზე.
წინა დღეების მსგავსად, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვურჩიეთ, რომ - 20 იანვრის შეკრება ერთდღიან რეჟიმში დაგეგმილიყო, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი განკუთვნილი სამართლებრივი დოკუმენტების მიღების, შემდეგ სწორედ მათი მიმართულებით მომხდარიყო მუშაობის წარმართვა.
სხდომის მონაწილეებმა ჩვენი არც ეს წინადადება მიიღეს, და კვლავ მრავალდღიანი აქციის გამართვის იდეას დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ, ჩვენ წარმატება ვუსურვეთ მათ და დავტოვეთ სხდომა.
20 იანვრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა [აქციაზე დარჩენილ მონაწილეთა მცირე რაოდენობა] ყველას ნათლად დაანახა ჩვენი წინადადების მართებულობა.
21 იანვარს, ლასკარის მიმართვების - საქართველოს პარლამენტისადმი [საფოსტო გზავნილი] და პრეზიდენტის კანცელარიაში ჩაბარების შემდეგ, საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დადგმულ კარავში მყოფ კოალიციის წარმომადგენლებს [თ. შაშიაშვილსა და სხვ.] უშედეგოდ ვუხსნიდი ამ გზით სასურველი შედეგის მიღების უპერსპექტივობას...
22 იანვარს, მ. ანდღულაძემ ტელეფონით შემომთავაზა - პრეზიდენტის რეზიდენციასთან დადგმულ კარავში 16.00 სთ-ზე დანიშნულ სხდომაში მიმეღო მონაწილეობა.
სხდომაზე, რომელშიც კოალიცია „ერთსულოვნებაში“ შემავალი ორგანიზაციის ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას, მიმდინარე აქციის შემდგომი გაგრძელების გზებზე გაიმართა მსჯელობა.
ჩვენი მხრიდან მათ შევთავაზე, კვლავ განეხილათ არაერთგზის გამოთქმული თვალსაზრისი, რომ - კოალიციას მართებულად გამოეყენებინა ერთ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის მიერ ხელმოწერებით გამოხატული ნება, და მზარდი ტემპით კლებადი მუხტის მქონე ეს საპროტესტო ფორმა, დროულად გადაეყვანა მუშა ჯგუფების მიერ პარლამენტთან და მთავრობასთან გასამართი დიალოგის რეჟიმში [რასაც თავიდანვე დაეთანხმნენ პაატა ცნობილაძე, კობა არაბული, ელგუჯა ბურდული, მამა ელიზბარი (დიაკონიძე) და სხვები].
ამასთანავე საჭირო იყო მთელი სიმწვავით გაგრძელებულიყო სამართლებრივი კუთხით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინაცია. კერძოდ, იმ თვალსაზრისის განხილვა-გაზიარება, რომელიც გაზ. „ახალი თაობის“ 22 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილ ჩვენს ინტერვიუში იყო გადმოცემული [იხ. იქვე, გვ.7].
საქმისდა საზიანოდ, სხდომის მონაწილეთა უმრავლესობამ ხსენებული წინადადებები არ გაიზიარა, და დაწყებული აქციის კვლავ იმავე ფორმატში გაგრძელებას დაუჭირა მხარი...
სამწუხაროდ, დროში გაწელილი ქმედებებისა გამო, სასურველი შედეგის მიღწევის შანსი [უკვე მერამდენედ] ხელიდან იქნა გაშვებული...
„ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი