Print

24 დეკემბრის შეხვედრა მეუფე იობთან

„სრულ იქმნა წმიდა სახლი“,

ანუ „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითას“

არსისმიერი საკითხები

ბიბლიური სიბრძნე ადამიანთა გონებისათვის ბოლომდე ამოუწურავია. მასში შეფარულ მისტერიულ მინიშნებათა თაობაზე, პავლე მოციქულის პირით ასე გვეუწყება - „... ყველაფერი, რაც დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს“-ო (რომ. 15,4).

მაშასადამე, ბიბლიაში გადმოცემული თხრობა, დიახაც რომ უკვე მომხდარ ამბავს ეხება, მაგრამ - „ყოველივე ეს ნიმუშად მოიწია მათზე; ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“-ო (I კორ. 10,11) ბრძანებს პავლე მოციქული.

ჩვენს მიერ, ღვთის შეწევნით, დაწყებული გზასავალის პირველივე ნაბიჯი - საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან მიახლება გახლდათ. წინამდებარე წერილში ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის თაობაზე გვინდა მოგითხროთ.


[იხილეთ:

2011 წლის 23 დეკემბერი შეხვედრა პატრიარქთან]

 

2011 წლის 24 დეკემბერი

შეხვედრა მეუე იობთან

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ 23 დეკემბერს დაწყებული გზასავალი 24 დეკემბერს - ურბნისისა და რუსის მიტროპოლიტთან, მეუფე იობთან სტუმრობით გაგრძელდა.

თბილისში, წმიდა სამების საკათედრო ტაძარში „ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა“ ხსენების დღისადმი 17.00 სთ-იდან დაწყებული აღვლენილი წირვის შემდეგ, წინასწარეთანხმებისამებრ, მეუფეს - ეკალაძის ქ. N 3-ში, საღამოს ცხრა საათისათვის ვესტუმრეთ - მიხეილ-გელა სალუაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი და საბა სალუაშვილი.

ურბნისისა და რუისის ეპარქია, არა მარტო თავისი გავრცელების მაშტაბით, არამედ სხვა ეპარქიებისაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში მდებარე ამ ეპარქიასთან საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა დაკავშირებული.

ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ქართლის სამეფში შემოსული წმიდა ნინო - ურბნისში, ერთი თვე გაჩერებულა. ამ დროის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმიდა ნინოს მიერ აღვლენილი ლოცვითა და ღვთის განგებულებით - არმაზის კერპების მსხვრევა მოხდა.

მეორე მოვლენა - წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მიერ რუის-ურბნისში ცნობილი საეკლესიო კრების ჩატარებას უკავშირდება

და აი, ბოლო ჟამის დროის მიწურულს ამ ეპარქიას, ღვთის განგებულობით, უძღვება გასაოცარი ფიზიკური ძალისა და დიდი სულიერი სიმტკიცით გამორჩეული, ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მოჭირნახულე და მამულიშვილი - მეუფე იობი (აქიაშვილი).

2011 წლის გაზაფხულზე ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მასთან სტუმრობისას მონათხრობის გახსენების შემდეგ, 24 დეკემბრის შეხვედრისას შემდგარი საუბარი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ამოქმედების მოკლე ისტორიის გადმოცემით განვაგრძეთ.

მეუფეს დაწვრილებით მოვუყევით „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ძირითადი სამოქმედო გეგმის თაობაზე. საუბრის დასასრულს მეუფისგან კურთხევა მივიღეთ, რომ საქართელოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადების შემდეგ, მეუფეს წარვუდგენდით, ჩვენი ხედვით დანახული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისს.

სტუმრობის დასასრულს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დაგვილოცა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დაწყებული გზასავალი და ღმერთის თანადგომა გვისურვა.

 

დასკვნის მაგიერ

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 2011 წლის ნოემბერში განახლების მისტერიის აღსრულების შემდეგ [იხ. გაზ. N 16(793), გვ.1-8] ახლად დაწყებულ ისტორიაში 2011 წლის 23-24 დეკემბერი უმნიშვნელოვანეს ათვლის წერტილად გვესახება.

ჩვენ ვწერდით _ „... აქ შეფარული მინიშნების არსის გასაგებად, მაცხოვრის შემდეგი ნათქვამი უნდა გავიხსენოთ _ „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ (მათე 23,39). ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა“ [გაზ. N 1(794), გვ.1-8].

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე მყოფთა:  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-სა და ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის მიერ 2011 წლის 23-24 დეკემბერს - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ანუ უფლის სახელით მომავალი პოლიტიკური ძალის კურთხევით, ჩვენის აზრით, სახარებაში, მაცხოვრის მიერ მინიშნებულის აცხადების მისტერია გათამაშდა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) 

სალუაშვილი