Print

8 იანვარი - შეხვედრა მამა ბესარიონთან

2012 წელს 8 იანვარს შემდგარი შეხვედრა

„წმიდა ნიკოლოზის სახელობის“

ეკლესიის წინამძღვართან,

დეკანოზ მამა ბესარიონთან (ბულაშვილი).

 

2012 წლის 8 იანვარს, შობის დღესასწაულზე მიღწეული შეთანხმებისამებრ, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრები _ მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ნანული ერქვანიძე და საბა სალუაშვილი შეხვდნენ, ნაძალადევის რაიონში, მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე - „წმიდა ნიკოლოზის სახელობის“ ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ მამა ბესარიონს (ბულაშვილი).

შეხვედრის ერთი საათის მანძილზე მამა ბესარიონს მოკლედ გავაცანით „სამარ-თლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული კრებულის - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი-სათვის“ ძირითადი ასპექტები.

დამშვიდობებისას მამა ბესარიონს ვთხოვეთ, თუ ღმერთის ნება იქნებოდა, თავისი შეხედულება, წერითი ან ზეპირი ფორმით გამოეთქვა, ამ, ჩვენის აზრით, ქვეყ-ნის სულიერი და ფიზიკური გამთლიანებისათვის განკუთვნილი უმნიშვნელოვანესი გადასადგმელი ნაბიჯის თაობაზე.