Print

2013 წ. 19-25 მარტის ქრონიკები

2013 წ. 19-20 და 21-25 მარტის დღეთა ქრონიკა

 

საქართველოში, ერთის მხრივ: 2011-2012 წლების გასაყარიდან, ხოლო მეორეს მხრივ: 2012 წ. 1-25 ოქტომბრიდან დაწყებული მოვლენები - ორი პოლიტიკური ძალის ურთიერთდაპირისპირების სხვადასხვა ფორმებით ხასიათდება.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ - საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის, როგორც პიროვნული, ასევე მათ პოლიტიკური გუნდებს შორის მიმდინარე დაპირისპირება, ბიბლიაში არსებული ნიშნების მიხედვით, ასეა განმარტებული - „... ორნი დასასრულამდე დარჩებიან... მაგრამ ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,21; 30].

მაცხოვრისეული შეგონების თანახმად, მეორედ შობით მოსული ძე კაცისას უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

შესაბამისად, ბიბლიისეული - „ორის“ ურთიერთდაპირისპირების პროცესის, ხსენებულ - „დასასრულამდე“ გაგრძელება, თავად ამ „ორი“ სუბიექტის გამოკვეთის ფონზე, უაღრესად დიდ დატვირთვას აძლევს, ბოლო ჟამის „თითქმის“ უკვე გასრულების მიჯნასთან მიახლოებული მოვლენების ანალიზს.

მაშასადამე, თუკი ბიბლიური მინიშნების - „ორი“, ეს - მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი, და მათი მხარდამჭერი ის პოლიტიკური გუნდებია, რომელთა ურთიერთჭიდილი „დასასრულამდე“ უნდა შენარჩუნდეს, ბუნებრივია, რომ რომელიმე მათგანის, ამა თუ იმ მიზეზით, პროცესებიდან „გამოკლება“, თავად ამ „დასასრულის“ სახელით მოაზრებული დროითი ეტაპის ამოწურვას დააფიქსირებს.

2011-2012 წლების გასაყარიდან დაწყებული ჩვენი გააქტიურებული პოლიტიკური საქმიანობა, სწორედ ზემოთქმულით იქნა განპირობებული - გვსურდა, თუ ღმერთი ინებებდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ხსენებული „დასასრულისეული“ ეტაპის დროითი ნიშნების გამოკვეთაში.

2003-204 წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლების სათავეში მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთპიროვნული ძალაუფლებით აღჭურვილი ყოფნის ცხრაწლიანი ეტაპის მიწურულს, მათ - პოლიტიკური მარცხი იწვნიეს.

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მომდევნო ოთხი წლის ვადით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სადავეებს - ბ. ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კოალიცია - „ქართული ოცნება“ დაეუფლა; ხოლო  ამავე ვადით, საპარლამენტო ოპოზიციის როლი „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნა.

მეორეს მხრივ, 2008 წ. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მ. სააკაშვილისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება.

ამდენად, ბიბლიური „დასასრულისეული“ ეტაპის კვლევის [შეცნობის] გზაზე, ხსენებული „ორის“ უკვე გამოკვეთის ფონზე, პოლიტიკური პროცესების შეუფერხებლად წარმართვის შემთხვევაში, შემდეგი მდგომარეობა ფიქსირდება:

- როგორც ბ. ივანიშვილს, ასევე მის პოლიტიკურ გუნდს: კოალიცია „ქართული ოცნება“-ს, ქვეყნის სათავეში ყოფნის მინიმუმ ოთხწლიანი ვადა აქვთ გამოყოფილი;

- მეორე ბანაკთან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა:

ა) საპარლამენტო არჩევნების შედეგიდან გამომდინარე „ნაცმოძრაობას“ ასევე ოთხი წლის ვადით აქვს შანსი, საპარლამენტო უმცირესობის ბერკეტით ხელში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში;

ბ) მ. სააკაშვილისათვის, მისი საპრეზიდენტო ვადებიდან გამომდინარე, ქვეყნის პირველი პირის რანგში საქმიანობის დრო, მაქსიმუმ - 2013 წ. ოქტომბერში ჩასატარებელი მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გრძელდება.

ამ „ორი“ ძალიდან რომელიმესთვის პოლიტიკური ბერკეტების ჩამორთმევა, ავტომატურად აფიქსირებს იმ ბიბლიისეული „დასასრულის“ ეტაპის ამოწურვას, რომელი დროითი მიჯნაც ამ „ორის“ ურთიერთდაპირისპირებითაა ნიშანდებული.

დღეს მოქმედი კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე, არსებობდა ორი სახის იურუდიული ბერკეტი, რომელთა გამოყენების [ამოქმედების] შემთხვევაშიც, ხსენებული ორი ძალიდან ერთ-ერთი მაინც - 2013 წ. 20 იანვრიდან [მ. სააკაშვილი], ან - 2013 წ. აპრილიდან [ბ. ივანიშვილი], სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება გამოთიშოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

2012 წ. 15 ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენ, ინტენსიურად დავიწყეთ ხსენებული იურიდიული ბერკეტების განმარტება-გასაჯარისება [იხ. მ. სალუაშვილი, „საკონსტიტუციო განმარტებანი“, თბ. 2013 წ.]. კერძოდ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით:

1. არსებობდა იურიდიული საფუძველი, რომ - სააკაშვილსთვის, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ყოფნის 5 წლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს დამთავრებულიყო;

2. ამასთანავე არსებობდა იურიდიული საფუძველი, რომ მ. სააკაშვილს, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის თავზე, შეეცვალა, როგორც - სამთავრობო, ასევე - საკანონმდებლო გუნდი, და ხელისუფლებაში ერთპიროვნული ძალაუფლების დაბრუნებისათვის დაეწყო აქტიური ქმედება.

მიზეზთა გამო, ორივე ამ საკითხის „გადაჭრის“ თანხვედრა 2013 წ. მარტის თვეში მოხდა.

მ. სააკაშვილისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით - 2012 წ. ოქტომბიდან დაწყებული „იურიდიული“ მხარის აქტიურობა, ნოემბრის თვიდან დაწყებული „მორალური“ ასპექტით გაგრძელდა; და უკვე, საქართველოს 1,5 მილიონამდე მოქალაქის მიერ ხელმოწერებით დაფიქსირებულ ნებაზე დაყრდნობით, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით - 2013 წ. 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საკანონმდებლო წინადადება“ – „მ. სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნულ თემასთან მიმართებაში ორი შეხვედრა შედგა, რომელთაგან პირველი 2013 წ. 25 თებერვალს, თბილისის იუსტიციის სახლში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით „საკანონმდებლო წინადადების“ წარმდგენ საინიციატივო ჯგუფის წევრთა შორის გამართულ წინასწარ საუბარს დაეთმო;

2013 წ. 19 მარტს, ქუთაისში მდებარე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „საკანონმდებლო წინადადების“ ავტორთა მონაწილეობით გამართული „განხილვა“, სამწუხაროდ „უშედეგოდ“ დასრულდა. მეორე დღეს, ანუ 20 მარტს გამართული საკომიტეტო კენჭისყრის შედეგად გვაუწყეს, რომ - „...ჩვენი კანონპროექტისათვის - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემაზე, იურიდიულმა კომიტეტმა საბოლოოდ თქვა უარი“ [იხ. გაზ. №11 (856), 23/03-2013 წ., გვ.8].

მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეკვეცის მიზნით, 2012 წ. 28 დეკემბერს, ბ. ივანიშვილის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობამ, ინიცირება გაუკეთა შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის დაწყებას. მიზეზთა გამო, ამ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაზე პირველი გატანა, მხოლოდ - 2013 წ. 21 მარტის საპარლამენტო სხდომაზე გახდა შესაძლებელი.

ზემოთაღნიშნული 1,5 მილიონამდე საქართველოს მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად,  საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიღწეული პოლიტიკური „გარიგების“ შედეგად, 2013 წ. 21,22 და 25 მარტს გამართული კენჭისყრებით, საკონსტიტუციო ცვლილება საბოლოოდ იქნა მიღებული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასეთი სურათი მივიღეთ:

1. ჩვენს მიერ მომზადებული „საკანონმდებლო წინადადების“ – „მ. სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, 2013 წ. 19-20 მარტს გამართულ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ჩავარდნის“ შემდეგ, მ. სააკაშვილს მიეცა გარანტია, რომ იგი 2013 წ. ოქტომბრამდე დარჩებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე; ხოლო

2. 2013 წ. 21, 22 და 25 მარტის საპარლამენტო სხდომებზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ბ. ივანიშვილმა და მისმა სამთავრობო გუნდმა მიიღო გარანტია, რომ, როგორც მინიმუმ, 2013 წ. ოქტომბერში გასამართ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში;

3. ერთმანეთისათვის მიცემული ამ „გარანტიებიდან“ გამომდინარე, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ 2013 წ. ოქტომბრამდე დარჩენილი დრო, ბიბლიაში ხსენებული - „ორის“, ხოლო ჩვენს რეალობაში გამოკვეთილი ორი პოლიტიკური ძალის, მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის  იმ ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართება, რომლის თაობაზეც ბიბლიაში ვკითხულობთ - „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].

ამ ეტაპზე, ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა, სწორედ ზემოთქმულში ჩვენი წვლილის შეტანით ამოიწურა.

 

მისტერიულ მინიშნებათა რამოდენიმე ასპექტი

 თხრობის დასასრულს, ბიბლიაში არსებულ იმ ნიშანთა ნაწილზე გვინდა ვისაუბროთ, რომლებშიც ჩვენს თვალწინ მომხდარის მისტერიული ანარეკლია მოცემული.

ჩვენი წინა გაზეთის ფურცლებზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენი, ანუ - ლასკარისა, და კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერის მიხეილ ანდღულაძის იმ თანამშრომლობის თაობაზე, რომელსაც ბიბლია ასე ეხმიანება - „და „... მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს [„მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა“]: მათ [აქ - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის]  წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე [„და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს“], მიქაელის, თქვენი მთავრის [აქ - კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერის მიხეილ ანდღულაძის] მეტი“ (დან. 10,21)...“ [გაზ. № 6 (851), 16/02-2013 წ., გვ. 4].

იქვე ვწერდით 2012 წ. ნოემბრის თვეში დადგმული კარვების თაობაზეც, რომელზეც ბიბლია ასე მიგვანიშნებს -  „...ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს... ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს...“ [II მაკ. 10,5-6].

როგორც მკითხველმა უკვე იცის, შემდგომად განვითარებული პროცესები კვლავ მიხეილ ანდღულაძის აქტიური ხელშეწყობის ფონზე წარიმართა [იხ. გაზ. №11 (856), 23/03-2013 წ., გვ. 3-8].

სექტემბრიდან აღებული საეკლესიო ახალი წლიდან ათვლით მე-7, ანუ მარტის თვის თაობაზე, ბიბლიაში არსებული კარვობის თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია 15-21 მარტის დროის შუალედს გამოყოფს - „ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია - შვიდი საუფლო დღე“ [ლევ. 23,34].

ზემოთქმული უფლებას გვაძლევს დიდის ალბათობით დავასკვნათ, რომ აქ - მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკითხთან მიმართებაში: 2012 წ. ნოემბრის თვეში კარვების დადგმიდან დაწყებული, და 2013 წ. 19-20 მარტს [ანუ კარვობის დრესასწაულთან დაკავშირებულ შვიდ საუფლო დროში] დამთავრებული პროცესების თანხვედრაზეა მინიშნება.

ეზოთერული კუთხით, მათემატიკაში უდიდესი ციფრი - 9, უზენაესი ძალის - ღმერთის არსის მატარებელია [ღ(25) + მ(13) + ე(5) + რ(19) + თ(9) + ი(10) = 81 = 8 +1 = 9].

ამდენად, ის აზრი, რომ „ღმერთი“ [9] ყველაზე „მეტია“, ციფრთა არსობრივ მხარეზე დაყრდნობით ასე დაიწერება - „ცხრა“ მეტია... მათი „შერწყმით“ კი ვღებულობთ კონკრეტულ თარიღს - 19 [ცხრამეტი].

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვგონებთ გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი საკითხის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე განხილვის თარიღად - 19 რიცხვის გამოკვეთა, უბრალო დამთხვევათა რიგს არ უნდა მივაკუთვნოთ.

2013 წ. 25 თებერვალსა და 19 მარტს საქართველოს პარლამენტის უმაღლეს იერარქთა [პარლამენტის თავმჯდომარისა და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობის] წინაშე ჩვენი „წარდგენის“ თაობაზე არსებული ბიბლიური მინიშნებებისა და აქედან დაწყებული პროცესების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, მოგვიანებით ვისაუბრებთ.

თხრობის დასასრულს კი დავსძენთ, რომ ზემოთხსენებულ „ორს“ შორის - 2013 წ. 19-20 და 21-25 მარტს მომხდარი პოლიტიკური გარიგების შედეგად, დიახაც დაგვიდასტურდა ის, რაზეც ბიბლია ცალსახად გვკარნახობს:

1. ...ორნი დასასრულამდე დარჩებიან...",

2. ...ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო..."

დე აღსრულდეს ნება ღვთისა. ამენ!

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

"სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე"-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი