9 აპრილი 2013 წ.
2013 9 აპრილს გამართული შეხვედრის ქრონიკა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 2013 წლის 9 აპრილს, გაიმართა - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი დეპუტაციის ნაწილის გარდა, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარემ - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ - ბეჟან შერგელაშვილმა, სპეციალური კონსულტაციები გამართეს - საქართველოს 1990 წლის მოწვევის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებთან - ბიმურზა აფრასიძესა და რობერტ პეტრიაშვილთან.
გადაწყდა, რომ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხის“ განხილვის მიზნით, უახლოეს დღეებში გაიმართება - ერთობლივი შეხვედრა.