Print

2013 წლის 20 და 22 აპრილის დღეთა ქრონიკები

2013 წლის 20 და 22 აპრილის

დღეთა ქრონიკების ორი ასპექტი

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ა. „მედლის“ ერთი მხარე

ლასკარის ღია სხდომებზე, ჩვენს მიერ მომზადებული კვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“, 2013 წლის 9 თებერვლიდან დაწყებული, რამოდენიმე ნაწილიანი განხილვის ეტაპი - ზვიად გამსახურდიას დაბადების 74-ე წლისთავისათვის დასრულდა [იხ. 2013 წ. 30 მარტის ლასკარის გადაწყვეტილება, გაზ. №13(858), 6.04-2013 წ., გვ.1].

ზემოთქმული საკითხის მთლიანობაში ამოწურვის მიზნით, უშუალოდ - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“-ს პერსონალური შემადგენლობის გამოკვეთისათვის დაწყებული კვლევის შედეგების განხილვას ლასკარის 20 აპრილის სხდომა დაეთმო [იხ. გაზ. 15(860), 20.04-2013 წ., გვ.3-8].

ხსენებული ორი თემისა და ჩვენს მიერ დეტალურად დამუშავებული - „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“-ს [თბ. 2012 წ.] ურთიერთმიმართებითი მხარის მთლიანობაში გააზრების შემდგომად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1991-1992 წლების მოვლენებით, საქართველოში დარღვეული სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის აღდგენისათვის - თეორიული ბაზისის მომზადება დასრულდა.

ამის შემდგომად, დღის წესრიგში ბუნებრივად დადგა: ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით - პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისათვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების გატარების საკითხი.

20 აპრილის დღის მეორე ნახევარში გამართული „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე გამართული მსჯელობის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ლასკარის სპეციალური ღია მიმართვის გაგზავნის თაობაზე, რომელშიც:

1991-1992 წლების გასაყარიდან მომდინარე - სამართლიანობის აღდგენისათვის წარმართული საქმიანობის ბოლომდე მიყვანის მიზნით, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, მიიღოს გადაწყვეტილება - „საქართვლელოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ლასკარის მიერ - 2013 წ. 20 აპრილს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ერთგვარი ათვლის წერტილია იმ საქმიანობისა, რასაც - საქართველოში დარღვეული სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის პრაქტიკული აღდგენა-დამკვიდრება უნდა მოჰყვეს.

შაბათს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მომზადებული ლასკარის „ღია მიმართვის“ ტექსტი, მთავრობის კანცელარიას - მესამე დღეს, ანუ 2013 წ. 22 აპრილის ორშაბათ დღეს ჩაბარდა [რეგ. №14326, იხ. ტექსტი].

 

ბ. „მედლის“ მეორე მხარე

2013 წ. 19 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ [„ერ-სა-უფლე“] თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძის ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრისას მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2013 წ. 20 აპრილის 18.00 სთ-ზე, მათ შტაბ-ბინას [პეკინის ქ. №34], კოალიცია „ერთსულოვნების“ დანიშნულ სხდომაში მონაწილეობის მიზნით ვესტუმრე.

ბ-მა მიხეილმა სხდომის მონაწილეებს გაგვაცნო მისი ინიციატივა, რომელიც - სამაჩაბლოდან დევნილებისათვის, სააღდგომოდ, წინაპართა საფლავების მონახულებისათვის სამდღიანი დროითი მონაკვეთის გამოყოფის მიზნის რეალიზებისათვის, საჭირო ჩასატარებელ ღონისძიებათა გარკვეულ პაკეტს მოიცავდა.

კოალიცია „ერთსულოვნების“ სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომ - 22 აპრილს, სამაჩაბლოდან დევნილთა კომპაქტურად დასახლება წეროვანში, „ერ-სა-უფლე“-ს მიერ წინასწარ უკვე დაგეგმილი შეხვედრა, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით ჩატარებულიყო.

კოალიციის წევრებს, ბ-ნებს: ომარ მხეიძესა და ფერდინანდ ლორთქიფანიძეს [„ქართულ-ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე] ეთხოვათ, 20 აპრილის საღამოსვე, საქართველოს საპატრიარქოში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან დაგეგმილ შეხვედრაზე, აღნიშნული საკითხის პატრიარქთან შეთანხმება.

22 აპრილს, პატრიარქის კურთხევა მიღებული, კოალიცია „ერთულოვნების“ სახელით წეროვანში ჩასული დელეგაციისა და დევნილთა ორასკაციანი წარმომადგენლობითი ჯგუფის შეხვედრა - 14.00 სთ-ზე დაიწყო.

წეროვანის სპორტულ კომპლექსში გამართული ორსაათიანი დისკუსიის ბოლოს, დევნილთა მხრიდან გამოიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოალიცია „ერთსულოვნების“ ინიციატივით დაწყებული საქმიანობის პრაქტიკულად განხორციელებაში, მათი სახელით მიიღებდა მონაწილეობას.

 

გ. განვლილ დღეთა ბიბლიური ანარეკლი

2012 წელს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მომხდარი უდიდესი ცვლილებებისა და თავად ამ წლის თაობაზე, ეზოთერული კუთხით გამოკვეთილი მინიშნებების შესახებ - არაერთხელ გვისაუბრია. კერძოდ, ბოლო ჟამის მიმდინარეობისას - 2012 წელი მნიშვნელოვანია, რამეთუ იგი არის:

- იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“-ში დაფიქსირებული „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“-ს არსის მატარებელი (1918 + 94 = 2012) [იხ. გაზ. №23(816), 26.05-2012 წ.];

- ბიბლიური „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“-ის ათვლის წელი და ა.შ.

შესაბამისად, 2013 წელი, 2012-დან ათვლით მე-2 წელია... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიბლიური ახალი წლის მარტის თვიდან ათვლით, აპრილი: მე-2 თვეა, მაშინ, ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ ძნელი აღსაქმელი აღარ უნდა იყოს - ხსენებული 20 და 22 აპრილს მომხდარის თაობაზე, ბიბლიაში დაცული კოდირებული მინიშნების მთავარი არსი.

ამიტომ, მოდით ვნახოთ თუ როგორი მინიშნებაა ბიბლიაში ყოველივე იმის შესახე, რასაც:

ერთის მხრივ - 2012 წლიდან ათვლით მე-2, ანუ 2013 წლის ხოლო მარტის თვიდან ათვლით მე-2, ანუ აპრილის 20 და 22 რიცხვებში; და

მეორეს მხრივ - ბ. ივანიშვილისადმი განკუთვნილი მიმართვისა, თუ „სამი დღის“ და წეროვანის კავშირი ჰქვია:

„მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს (2013 წ. 20 აპრილი) ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს“ [რიცხვ. 10,11]; და

„იარე უფლის მთიდან [კოდია] სამი დღის (20-21-22) სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა [კოდია] სამი დღის სავალზე [2013 წ. 22 აპრილი], რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი“ [რიცხვ. 10,33].

თხრობის დასასრულს დავსძენთ, რომ ხსენებული - „სავანე“ [რიცხვ. 10,11], და - „დასავანებელი“ [რიცხვ. 10,33], კოდირებულად: „ი-ვანი- შვილსა“ და „წერო-ვანი“-ს არსობრივ კავშირზე უნდა გვანიშნებდეს.    

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი