Print

2013 წ. 24 მაისი - მიხეილ ანდღულაძე

24 მაისის შეხვედრა - მიხეილ ანდღულაძესთან

2013 წლის 18 მაისის ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 24 მაისს - არასამთავრობო ორგანიზაცია: „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ [„ერ-სა-უფლე“] თავმჯდომარეს მიხეილ ანდღულაძეს ახალ ოფისში [მცხეთის ქ. №28] ვეწვიე.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობამდე, ბ-ნ მიხეილს დეტალურად ავუხსენი ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის მნიშვნელობა [მასალა იხ. გაზ. №20(865), გვ. 4-12]; ზოგადად გავაცანი ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“, ორივე ნაწილის არსი[მასალა იხ. გაზ. №20(865), გვ. 3].

ჩვენი გაზეთის 16 თებერვლის ნომერში უკვე ვწერდით, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში ბატონი მიხეილ ანდღულაძის მისტერიული როლის თაობაზე [იხ. გაზ. №6(851), გვ.2-4].

როგორც გვახსოვს, ბიბლიაში გვეუწყება:

1. „... აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ ერთი პირველი მთავართაგანი“ [დან.10,13]; და

2. „...მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქაელის, თქვენი მთავრის მეტი“ [დან. 10,21].

2013 წ. 24 მაისის შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ - შეგვემოწმებინა აღნიშნული ბიბლიური მინიშნებითი პროცესის კვლავ მიმდინარეობისა თუ მისი უკვე დასრულების [ამოწურვის] ფაქტი.

სამსაათიანი საუბრის დასასრულს, ბატონ მიხეილს შევთავაზე ჩვენთან ერთად ჩართულიყო, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები - „კურთხეულია უფლის სახელით მომავალის“ მისტერიულად ასრულების პროცესში.  

მიზეზთა გამო, მიხეილ ანდღულაძემ  უარი განაცხადა, ამ ეტაპზე, ჩვენს საარჩევნო გუნდში ყოფნაზე, და დაეთანხმა ჩემს წინადადებას - აგვისტოს თვეში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. ზემოთდასმულ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ სწორედ - აგვისტოს თვეში გვეცოდინება.

მანამდე კი, ორიოდე სიტყვით გვინდა შევეხოთ ბიბლიაში არსებულ მინიშნებას, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მეორე, ანუ 2013 წელს, ქართული მართლმადიდებლური წელთაღრიცხვით [სექტემბერი - ახალწლისა] - მეცხრე, ანუ მაისის თვის  24-ე დღის მნიშვნელობის თაობაზე.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს [აქ - 24 მაისი], დარიოსის მეორე [აქ - 2013] წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია  წინასწარმეტყველის პირით“ [ანგ. 2,10];

იქვე მოცემული თხრობა ასე გვკარნახობს - „დააკვირდით რა ხდებოდა ძველად [კოდია] მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან [აქ - 24 მაისი], იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით“ [ანგ. 2,18].

და ბოლოს, თავად ამ შეხვედრის ადგილისმიერი მინიშნების - „მცხეთის ქ. №28“ - თაობაზე, უნდა ითქვას შემდეგი:

მათი ახალი ოფისის ქუჩის სახელდება - „მცხეთა“, კოდირებულად - „ცხებაზე“ გვანიშნებს; ხოლო ნომერი - „28“, ქართული 40 ნიშნიანი ანბანის 28-ე ასო-ნიშან: „ჩინ“-ზე დაყრდნობით - აქამდე დაფარულში მყოფის - „გამოჩინებაზე“ გვეარაკება.  

ერთის მხრივ, ეს გახლდათ ის პირველი შეხვედრა, სადაც 18 მაისის გადაწყვეტილების თაობაზე ჩვენი პარტიის არაწევრთან გვქონდა საუბარი, სადაც - აქამდე დაფარული გადაწყვეტილების გამოჩინება მოხდა; ხოლო

მეორეს მხრივ, ჩვენის აზრით, მიგვენიშნა - ზემოთ ხსენებული „უფლის ტაძრის“ დაფუძნებისეული არსის მისტერიული კურთხევა, ანუ - „ცხება“.

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.