2013 წ. 27 მაისი
27 მაისის - პოლიტიკური კონფერენცია
2013 წლის 27 მაისს, სასტუმრო - „სიმპათიის“ დარბაზში [დარასელიას ქ. 4], პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“-ს [ლიდერი თ. შაშიაშვილი] ინიციატივით გაიმართა „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის“ [ხელმძღვანელი - პაატა ცნობილაძე] „სადისკუსიო დარბაზის“ პირველი სხდომა.
ჩვენის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია.
სხდომის მთავარი საკითხი გახლდათ - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და მ. სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების თემატიკა.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს მეორე ნაწილის პირველი საკითხი [იხ. გაზ. №20(865), გვ.3], სწორედ აღნიშნული თემატიკის დეტალურ განხილვას ეძღვნება.
ბოლო ჟამის დროის ამ მონაკვეთის გათვალისწინებით, ჩვენს გამოსვლაში აღნიშნული თემატიკის მხოლოდ ზოგად ასპექტებზე გავამახვილეთ ყურადღება.