Print

2013 წ. 29 მაისი - ალეკო ივანიშვილი

29 მაისის შეხვედრა ალეკო ივანიშვილთან

2013 წლის 29 მაისს, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძმას - ალეკო ივანიშვილს მისსავე ოფისში ვეწვიეთ.

ბატონ ალეკოს, ჩვენი მასთან გამართული მორიგი სტუმრობის მთავარი მიზეზის გამხელამდე, დეტალურად გავაცანით ბოლო ჟამის დროთა მდინარების ის ზოგადი ჩარჩოები, რომლის თაობაზეც გაზეთის წინა ნომერში გვქონდა საუბარი.

ბიბლიური - „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“, და - კურთხეულია უფლის სახელით მომავალის“ არსობრივი მხარის გაცნობის დასასრულს, ბატონ ალეკოს მოვუყევით ლასკარის 2013 წ. 18 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე.

გამომშვიდობებისას ვთხოვეთ - ბატონი ბიძინასათვის გადაეცა ჩვენი დღევანდელი საუბრის შინაარსი, რათა - მასაც, და მის - ძმასაც, შესაბამისად ეფიქრათ მოახლოებული განკითხვის დღის დადგომამდე მათი მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

ჩვენი შეხვედრის დასასრულს, წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, ბატონმა ალეკომ, მისი კაბინეტიდან საკმაოდ დაშორებით მდებარე - ლიფტის კარებამდე გამოგვაცილა.

უნებურად, გონებაში ბიბლიური მინიშნება ამოტივტივდა - „ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებე მას,  რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა...” [2 რჯ. 30,19-20].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!