Print

მაის - ივნისის შეხვედრათა ქრონიკები

კონსულტაციათა ქრონიკები, ანუ

 „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოსკენ“

2013 წლის 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, მიმდინარე წლის მაის-ივნისის გასაყარზე გამართული კონსულტაციების მოკლე ქრონოლოგია ასეთი სახისაა:

- 29 მაისს, ლასკარში“, გაიმართა შეხვედრა, ამჟამად საქართველოში მყოფ, კანადის ქართული დიასპორის წარმომადგენელთან, ბატონ ნოდარ ჩაჩანიძესთან [დაჩი ქართველი], და ქართული ეროვნული მოძრაობის ერთგულმიმდევართან ბატონ როლანდ მათიაშვილთან;

- 3 ივნისს  „ლასკარში“ გვეწვია, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარი მემატიანე, 1994 წლის 18 თებერვალს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშთის საფლავიდან ამოსვენების ფირზე აღბეჭვდის ერთადერთი შემსრულებელი, რეჟისორი, ბატონი ზურაბ შანიძე;

- 6 ივნისს,  ლასკარში მობრძანდა - „სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“-ს ხელმძღვანელი, სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი [დიაკონიძე];

- 6 ივნისს, ე.წ. „სკაიპის“ მეშვეობით გამართულ საუბარში მონაწილეობდნენ:

1. 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, ამჟამად ჰოლანდიაში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ბატონი გივი თაქთაქიშვილი;

2. საფრანგეთში [სტრასბურგში] მცხოვრები ქართული დიასპორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა-ქართველთა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“-ს პრეზიდენტი, ბატონი ვლადიმერ ხმელიძე;

3. მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა-ქართველთა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“-ს  ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი დაჩი ქართველი [ნოდარ ჩაჩანიძე];

- 10 ივნისს, „ლასკარში“ გაიმართა კონსულტაცია: ადგილობრივი თვითმმართველობის 1991 წლის 31 მარტის მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრთან, „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება“-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ნუკრი ბაღდავაძესთან;

- 12 ივნისს, „ლასკარში“ სტუმრად გახლდათ, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ვეტერანი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი წევრი, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა-ქართველთა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“-ს  საქართველოს წარმომადგენლობის წევრი, ბატონი ბესარიონ მიქავა;

- 14 ივნისს, „ლასკარში“ სტუმრად მობრძანდა, საფრანგეთში მოღვაწე, საქართველოს დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელი საფრანგეთში, ბატონი ვლადიმერ შარვაძე.

აღნიშნულ კონსულტაციებში მონაწილეებს, დეტალურად გავაცანით 2013 წლის ოქტომბრის თვეში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებული - 2013 წ. 18 მაისის გადაწყვეტილება და ამ მიზნით შემუშავებული ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ შინაარსი.

საუბრებისას ხაზგასმა ხდებოდა უმთავრესსზე, კერძოდ - ბოლო ჟამის იმ უმნიშვნელოვანესი დამამთავრებელი ეტაპის მიმდინარეობაზე, რასაც  - „კურთხეულია უფლის სახელით მომავალის“ მისტერიული პროცესი ჰქვია.

გამართულ კონსულტაციებში მონაწილე თითოეულ წარმომადგენელს ვთხოვეთ მთლიანობაში გაგვეაზრებინა დღეს საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების მთელი სიმძიმე, და ერთობლივი მონაწილეობა მიგვეღო, არამარტო მათი გადაჭრის გეგმის შემუშავებაში, არამედ დასახული მიზნისაკენ სავალ გზაზე მოსალოდნელი წინააღმდეგობების დაძლევაში.

ღმერთის ნებით, ყოველმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ შინა-არსის ფართე საზოგადოების ყურამდე მიტანისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია - „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარის, ბატონ მიხეილ ანდღულაძის ხელშეწყობით, მათსავე ოფისში [მცხეთის ქ. №28] განთავსებული საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს ტექნიკური შესაძლებლობების ბაზაზე, 19-21 ივნისის მანძილზე მოხერხდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მონაკვეთის ცალკე აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. რისთვისაც, მადლობა გვინდა ვუთხრათ, ამ პროცესის ნორმალურად წარმართვაში თავისი წილის გამღებ, თითოეულ პიროვნებას.

- 25 ივნისს „ლასკარში“ გამართული ბრიფინგი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის გასაგონად, პირველად გაჟღერდა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის გადაწყვეტილება, იმავე დღის 23.05 სთ-ზე [განმეორებით მეორე დღეს - 9.43 სთ-ზე] გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე;

- 26 ივნისს, ლასკარის წევრები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,კოალიცია „ერთსულოვნების“ წევრებთან [მიხეილ ანდღულაძე, ელგუჯა ბურდული, ავთანდილ იოსელიანი,  მამა ელიზბარი [დიაკონიძე], ლექსო კობაიძე], ლომისობის დღესასწაულზე გახლდით;

- 26 ივნისს, მერაბ კოსტავას ეზოში გამართული შეკრების მონაწილეებს [გიორგი კერვალიშვილი, ბესარიონ მიქავა, ვლადიმერ შარვაძე, დავით არაბიძე, ვალერი მჭედელაძე, ზურაბ ბარბაქაძე და სხვა], მოკლედ გავაცანით ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამაში შემავალი ის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის აღდგენის საკითხს ეხება.

იმავე დღეს შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში, „ლასკარში“, გავმართავდით კონსულტაციას - „ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე, ბატონ ვალერი მჭედელიძესა და  საქართველოს რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელთან საფრანგეთში, ბატონ - ვლადიმერ შარვაძესათან.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი