2013 წ. 30 ივნისის - საგანგებო შეკრება
2013 წლის 30 ივნისს გამართული
საგანგებო შეკრების მოკლე ქრონიკა
2013 წლის ივნისის თვეში, ბატონ აკაკი ჯორჯაძის მხარდამჭერთა მიერ ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე - საგანგებო შეკრების ჩატარების აუცილებლობის თაობაზე.
ქალაქში გავრცელებულ მიმართვაში - „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“-ს მიერ ორგანიზებულ საგანგებო შეკრების დღედ - 2013 წლის 30 ივნისი იყო დასახელებული.
აკ. ხორავას სახელობის „თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის“ დარბაზში გამართულ შეკრებას, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ {გელა] სალუაშვილი, და „ლასკარის“ საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია.
აკ. ჯორჯაძის მიერ გაკეთებული ვრცელი მოხსენების შემდგომად, შეკრების მონაწილეებმა, თავისი ხედვის კუთხით გააშუქეს რეალობით შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, და გამოსავლის მექანიზმებიც წარმოადგინეს.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარემ - მიხეილ {გელა] სალუაშვილმა, დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის თაობაზე. მან თავის გამოსვლაში მოკლედ ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამით - „უფლის სახელით - გაბრწყინებული საქართველო“ - გათვალისწინებული საკითხების თაობაზე, და საგანგებო შეკრების მონაწილეებს მოუწოდა საჯარო მსჯელობა გამართულიყო მათ შესახებ.
2013 წ. 30 ივნისს, ბატონი აკაკი ჯორჯაძის ძალისხმევით მოწყობილი -
„სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ საგანგებო შეკრება,
გახლდათ ის პირველი ადგილი, სადაც საჯაროდ გაცხადდა -
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება -
მიხეილ {გელა] სალუაშვილის მიერ
2013 წლის ოქტომბერში მოსალოდნელ
მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.