Print

2013 წლის 1 ივლისის შეხვედრები

„მარკირება“, როგორც ანტიღვთიური პროცედურა,

უნდა გაუქმდეს

2013 წლის 29 ივნისს გამართული სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- ლასკარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ თავმჯდომარესთან ბატონ მიხეილ ანდღულაძესთან გამართულ შეხვედრაზე, მისი მხრიდან სრულად იქნა მოწონებული შეთავაზება, საქართველოს პარლამენტისათვის გასაგზავნი „საკანონმდებლო წინადადების“ თაობაზე. 

29 ივნისს გამართული შეხვედრის ბოლოს საბოლოოდ მომზადდა „საკანონმდებლო წინადადების“ დოკუმენტების პაკეტი [1. მიმართვა, 2. პარლამენტის დადგენილების პროექტი და 3. განმარტებითი ბარათი]...

29 ივნისის შეკრებაზევე მომზადდა ღია მიმართვის ტექსტი, საქართველოში მომქმედი ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთათვის, საარჩევნო კოდექსიდან „მარკირების“ ამოღების თაობაზე მომზადებული წინადადების გაცნობასთან მიმართებაში, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 

კოალიცია  ერთსულოვნების“

„გაერთიანების მემორანდუმში“

წარმოდგენილი წევრებისა და ორგანიზაციების

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

გამოვხატავთ რა თქვენდამი ჩვენს უდიდეს პატივისცემას გვინდა გაცნობოთ, კოალიციაერთსულოვნების“ „გაერთიანების მემორანდუმში“ წარმოდგენილი წევრებისა და ორგანიზაციების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც გამიხატება, საქართველოს პარლამენტის წინაშე „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გათვალისწინებული მარკირების პროცედურის, ჩვენს მიერ მომზადებული, ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლებაში.

წარმოგიდგენთ, რა თანდართულ მასალებს, გამოვხატავთ მზაობას, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული წინადადების განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაში.

კოალიციაერთსულოვნების“ ინიციატივითა და 1,5 მლნ. ხელმომწერის სახელით...“.

1 ივლისს, მიხეილ ანდღულაძის, ავთანდილ იოსელიანისა და მიხეილ [გელა] სალუაშვილის შემადგენლობითი დელეგაციის მიერ, ხსენებული ღია მიმართვა და ჩვენს მიერ მომზადებული „საკანონმდებლო წინადადების“ სრული პაკეტი გადაეცათ:

1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდსა და მის თავმჯდომარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმიდესსა და უნეტრესს, ილია მეორეს [პირადად ჩაბარდა პატრიარქის მდივანს მამა მიქაელს (ბოტკოველი), ჩაბ. №560-8-41560];

2. ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციას [გ. აბესაძის ქ. №6, ეპისკოპოსს - ჯუზეპე პაზოტოს];

3. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის კანცელარიას;

4. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს [დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., ესმა ონიანის ქ. №23, გენერალური მდივანი - რესან გოგიტიძე];

5. ებრაელთა რელიგიური საზოგადოების კანცელარიას.

2013 წ. 2 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო „ივერონის“ საპრეკონფერენციო დარბაზში, „საკანონმდებლო წინადადების“ გაშუქების მიზნით გამართულ ბრიფინგში მონაწილეობდნენ - მიხეილ ანდღულაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი და ჯემალ ჯიქია.

ბრიფინგის მასალა გაშუქდა ტ/კ „მეცხრე არხი“-ს 15 სათიან საინფორმაციო გამოშვებაში [იხ. 2 ივლისი, 15.09 სთ.], გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში...


გთავაზობთ, მიხეილ [გელა] სალუაშვილის გამოსვლისათვის განკუთვნილ ტექსტს“:


„საქართველოში ჩატარებული 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ - 4. 601. 534 შეადგინა. ეროვნული შემადგენლობის მონაცემები ასეთი სახის გახლავთ:

ქართველი - 3. 767. 393, ანუ მოსახლეობის - 81,9%

აზერბაიჯანელი - 284. 881, ანუ - 6,2%

სომეხი - 281.229, ანუ - 6,1%

რუსი - 100. 071, ანუ - 2,17%

ოსი - 84. 728, ანუ - 1,8%

აფხაზი - 45. 518, ანუ - 0,9%

ბერძენი - 19. 066, ანუ - 0,4%

უკრაინელი - 10. 869, ანუ - 0,2

ებრაელი - 4. 202, ანუ - 0,1%

სხვა ეროვნების - 20.000, ანუ - 0,43%

ამათგან, აღმსარებლობის მიხედვით,ზოგადი მონაცემი ასეთია:

მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია, მოსახლეობის - 3.880.000, ანუ მოსახლეობის - 84,32%

კათოლიკური აღმსარებლობისაა - 95.000, ანუ მოსახლეობის - 2%

მუსულმანური აღმსარებლობისაა - 400.000, ანუ მოსახლეობის - 8,7%

გრიგორიანული აღმსარებლობისაა - 200.000, ანუ მოსახლეობის - 4,35%

იუდაური აღმსარებლობისაა - 4.202, ანუ მოსახლეობის - 0,1%

ათეისტური პოზიციის მატარებელია - 22.332, ანუ მოსახლეობის - 0,5%

ამდენად, მლიანობაში, ათეისტური პოზიციის მატარებელთა ოდენობის გაუთვალისწინებლად, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებელი მოსახლეობის ხვედრითი წილი, საქართველოში მაცხოვრებელთა - 99,5%-ს შეადგენს.

ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინარე დროში, საარჩევნო კოდექსში, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, მორიგი ცვლილება შეიტანა. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 64-ე მუხლში [„ამომრჩეველთა მარკირება“] ჩაიწერა:

„1. ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე)“ [მუხლი 64,1].

ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მქონე პირთათვის მიუღებელი ეს პროცედურა,  იოანეს გამოცხადებაში ასეა დაფიქსირებული:

- „...ვინც თაყვანს სცემს მხეცს, ან ხატს მისას, აღიბეჭდება შუბლი მისი ან ხელი მისი ნიშნით“ [გამოცხ. 14,9].

იქვე, კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა გადმოცემული:

- „და იქმს იმას, რომ ყველა, მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღატაკი, თავისუფალი თუ მონა, ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე“ [გამოცხ. 13,16].

ამდენად, ბიბლიისეული გაფრთხილების მიუხედავად, რომელშიც ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მომქმედი ეშმაკისა და მისი ნების აღმსრულებელი „მხეცის“ მხრიდან მოსალოდნელ საშიშროებაზეა მინიშნება, რაც მათი მხრიდან განხორციელებული ნაბიჯის - „...ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე“ გადადგმაში გამოიხატება, ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლის საიდენტიფიკაციოდ, სწორედ ამდაგვარის ანალოგიური პროცედურა დააკანონა, რაც პრაქტიკულად ითვალისწინებდა:

- „...ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე...“ [მუხლი 64,1].

ხელისუფლებაში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან, არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტორად ე.წ. „მარკირების“ დანერგვისას  გაკეთებული დაპირების მიუხედავად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბება, გახდა უმთავრესი საბაბი ე.წ. „ვარდების რევოლუციისა“.

ე.წ. „მარკირების“, ანუ ანტიღვთიური ქმედების პრაქტიკაში დაკანონებამ, საქართველოსთვის დამანგრეველი პროცესების ახალ ხარისხში აყვანას შეუწყო ხელი - ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმი შეცვალა, ე.წ. სამეულის - მ.სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის მიერ ფუძეჩაყრილმა ახალმა დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი მოსახლეობის ნების თანახმად, ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა.

ვფიქრობთ, რომ უკვე დადგა დრო - ახალმა ხელისუფალმა ანგარიში გაუწიოს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოქალაქეთა საერთო ნებას, პატივი სცეს მათ სარწმუნოებრივ შეხედულებებს და უარი თქვას, ანტიღვთიური ქმედების ისეთ გამოვლინებაზე, რასაც - საარჩევნო პროცესის მონაწილე ამომრჩეველთა „მარკირება“ ჰქვია.

ე.წ. „მარკირების“ მაგივრად, არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბების საწინააღმდეგოდ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ - „ფოტორეგისტრაციის“ შემოღება, ვფიქრობთ მთლიანად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების რეალური შედეგების დაფიქსირებას.