Print

2013 წ, 9-10 ივლისი

2013 წლის 9-10 ივლისის ქრონიკები

საქართველოს პარლამენტში ჩაბარებულ „საკანონმდებლო წინადადებაში“ ასახული საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის ცვლილება, როგორც ვიცით ეხება - ე.წ. მარკირების პროცესის გაუქმებას და მის ნაცვლად, ამომრჩევლის იდენტიფიკაციისათვის - „ფოტორეგისტრაციის“ შემოღებას.

აღნიშნული „ფოტორეგისტრაციის“ არსის გახსნის თაობაზე დამზადებული ვიდეო მასალის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის წარდგენის თარიღად, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით - 2013 წლის 9 ივლისი შეირჩა.

და მართლაც, 9 ივლისს გ. ტაბიძის №20-ში განთავსებულ „კავკასიური სახლი“-ს სხდომათა დარბაზში მოსული საზოგადოების ფართე სპექტრს, წარედგინა ჩვენი „საკანონმდებლო წინადადებით“ გათვალისწინებული „ფოტორეგისტრაციის“ არსის ამსახველი ვიდეო მასალა. სხდომის დასასრულს, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა მხრიდან, ხელი მოეწერა, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების ახალი მექანიზმის შემოღების თაობაზე შედგენილ - „თანხმობის დეკლარაციას“.

2013 წლის 5 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ბ. ივანიშვილმა შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარე დ. უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დ. ბაქრაძესთან. მოგვიანებით, მათი მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - ერთი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის თაობაზე, ინტერნეტ სივრცეში, 2013 წ. 7 ივლისს, გავრცელებული ჩვენი შეხედულება ასე გვქონდა ფორმულირებული:

„არა - ე.წ. „კოაბიტაციას“[დამნაშავესთან - თანამშრომლობა]

ნათქვამია - „ხარი ხართან დააბიო, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“.  გაფრთხილდით - ერთად მოვიცილოთ ე.წ. „კოაბიტაციის“ [დამნაშავესთან - თანამშრომლობის] ბაცილა! შესაბამისად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საჭიროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებელი კომისია, მხოლოდ:

1. 1991-1992 წლების მოვლენების სათანადო შეფასების,

2.  ედ შევარდნაძისა [1992-2003 წ.წ.] და

3. მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძის [2003-2013 წ.წ.]

პოლიტიკური რეჟიმების გასამართლების შემდგომად დანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა შეიქმნას“.

ზემოთხსენებულ 9 ივლისის შეკრებას ესწრებოდნენ აგრეთვე - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია. ჩვენ, შეხვედრაში მონაწილე სპექტრისათვის, გადაწყვეტილი გვქონდა შეგვეთავაზებინა, ხელი მოგვეწერა შემდეგი სახის  - „ეროვნული თანხმობის მემორანდუმზე“:

„საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ - ქვეყანაში მომქმედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შესაძლებლობა [და ამავე დროს ერთგვარი ვალდებულაც] მოგვცა - მორიგ ახალ ეტაპზე ავიყვანოთ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე სამართლიანობის აღდგენის მიზნით  დაწყებული საქმიანობა.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში, 1988 წლის ბოლოდან ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აზვირთებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას - კონკრეტული შედეგი მოჰყვა. კერძოდ:

1. 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებებით შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება [ოკუპაცია და ანექსია]  მიეცა - რუსეთის იმპერიის სახეცვლილ საბჭოთა კავშირში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნის 70 წლიანი ისტორიის მონაკვეთს;

2. სათანადო წინაპირობათა შესრულების შემდგომად, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა და აქედან მომდინარე სამართლებრივი ბაზის საფუძველზე, 1991 წ. 9 აპრილს მიღებულმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა“, დე-იურე საფუძველი შეუქმნა, მოგვიანებით მიღწეულ საქართველოს დე-ფაქტო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

სამწუხაროდ, ქვეყნის აღმშენებლობისაკენ მიმართული სწორი გზასავალი 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ - ძირფესვიანად შეცვალა:

ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსულმა, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამართალმემკვიდრე, ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის მიერ დამყარებულმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, უმძიმესი შედეგი მოიტანა...

2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი მდგომარეობა, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნეს მიყვანილი - 1992 წლიდან, სახელმწიფოებრივ დონეზე დარღვეული, სამართლიანობის აღდგენისათვის დაწყებული ბრძოლა.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე,

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი

საქართველოში მომქმედი

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები,

უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ

ქვეყანაში ეროვნული თანხმობის დამყარებისათვის

საჭიროა:

1. პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მიეცეს

ა) 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარ ანტიკონსტიტუციურ მოვლენებს;

ბ) 1992-2003 წლებში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი ედ. შევარდნაძის მიერ შექმნილ დანაშაულებრივ პოლიტიკურ რეჟიმს;

გ) 2003 წელს ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების სათავეში მოსული ძალის მიერ დამყარებულ დანაშაულებრივ პოლიტიკურ რეჟიმს;

2. საქართველოში 1992 - 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, სამართლებრივ საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას;

3. მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდგომად ფორმირებულმა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, საზოგადოების ფართო სპექტრის მონაწილეობით, უნდა შექმნას - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს, და საერთო განხილვისათვის გამოიტანოს ისეთი საკითხები, როგორიცაა:

ა) ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმი;

ბ) ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპები;

გ) საქართველოს პარლამენტის სტრუქტურული აგებულება, - ორპალატიანი სისტემა, - და მათი ურთიერთდამოკიდებულება;

დ) ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებელი სახელისუფლო რგოლის ფორმირება და მათი უფლებამოსილება; და ა.შ.

დე, ღმერთი ყოფილიყოს, ქვეყნის ეროვნული თანხმობისათვის ჭეშმარიტად მოღვაწე, ყოველი ჩვენთაგანის მფარველი. ამენ!“.

სამწუხაროდ, 9 ივლისის შეკრებაზე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ჩვენი წინადადების გაჟღერებისაგან თავის შეკავება ვარჩიეთ.

იმავე დღის მიწურულს მიხეილ ანდღულაძეს შევთავაზეთ - კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით გაგვეკეთებინა ერთობლივი განცხადება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დაუშვებლობის თაობაზე.  

ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მეორე დღეს:

- სპეციალური ღია მიმართვა [„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დაუშვებლობის თაობაზე“] გაგვეგზავნა: 1. საქართველოს პრემიერ მინისტრისა [ჩაბარების № 23 010; 10/07. 2013 წ.] და 2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე [ჩაბარების №30 619; 11.07. 2013 წ.];

- „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში სპეციალერი ბრიფინგი გაგვემართა.

10 ივლისს, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში 14.30 სთ-ზე გამართულ ბრიფინგში, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით, მონაწილეობა მივიღეთ: მიხეილ ანდღულაძემ, ავთანდილ იოსელიანმა და მე [მიხეილ (გელა) სალუაშვილმა].

10 ივლისს, საღამოს [17.30 სთ-ზე] აკაკი ჯორჯაძესთან მომიწია მისვლა. ერთსაათიანი საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთი თვის თავზე, ანუ 9 აგვისტოს მათ მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდოდი.  

მინაწერი:

9 და 10 ივლისის თაობაზე ბიბლიაში დაცული ინფორმაცია ასეთია:

1.  „...დაიმდაბლეთ თავი თვის მეცხრე დღეს...“ [ლევ. 23,32];  

2. „იყოს თქვენთვის სამარადისო წესად. მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი...“ [ლევ. 16,29];

3. „ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ, დაიმდაბლეთ თავი...“ [ლევ. 23,27];

4. „ამავე მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ...“ [რიცხვ. 29,7].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!