Print

2013 წ. 12 ივლისი

2012 წლის 12 ივლისის ქრონიკა

ივლისის თვის დასაწყისში, ჩვენს მიერ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ერთმანეთთან გარკვეული მიზნით შეკავშირებულმა და ინტერნეტის ქსელში დარეგისტრირებულმა რამოდენიმე პიროვნებამ ჩვენი საქმიანობისადმი დაინტერესება გამოხატა.

9 ივლისს, „კავკასიის სახლში“, გაუყალბებელი არჩევნების თემატიკის თაობაზე  გამართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შეხვედრაზე, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბატონი თორნიკე ტატიშვილი გამეცნო.

მიუხედავად დათქმისა, მეორე დღისათვის „კინოს სახლში“, ქალბატონ ირმა ინაშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ბატონმა თორნიკემ მოსვლა ვერ მოახერხა.    

 რამოდენიმე დღიანი მიმოწერის შემდგომად, ხსენებული ჯგუფის ხელმძღვანელთან ბატონ ტარიელ როლაძესთან შევთანხმდით, რომ - 12 ივლისს, 14.00 სთ-ზე, პეკინის ქ. №31-ში მდებარე „წიგნის სახლში“ გავმართავდით პირველ შეხვედრას.

საბა სალუაშვილთან ერთად მისულებს, შესანიშნავად მოწყობილ „წიგნის სახლის“ მშვიდ გარემოში გამართულ შეხვედრაზე მოგვიწია ყოფნა, რომელშიც [როგორც თავად წარმოგვიდგნენ], მათი მხრიდან მონაწილეობდნენ: ტარიელ როლაძეავთანდილ ქარჩხაძე, თორნიკე ტატიშვილი და ნიკოლოზ თოთაძე და ფოტოგრაფი, რომელიც მარიამის სახელით გაგვეცნო.

საინტერესო დიალოგის ფორმატში მიმდინარე ერთსაათიანი საუბარი, ძირითადად შეეხო - თეოკრატიული მმართველობის ბიბლიური ისტორიისა და ბოლო ჟამის თვალთახედვიდან მომდინარე მისი ზოგადი პრინციპების განხილვას.

ცესკოს მხრიდან, 2013 წ. 27 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში, დღეისათვის დარეგისტრირებული კანდიდატების განაცხადის სიის ტ/კ „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში გაშუქების მეორე დღეს - 12 ივლისის 16.00 სთ-ზე, ჩვენს საზოგადოებრივ მდივან ბატონ ჯემალ ჯიქიასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ლასკარში გვეწვია ტ/კ „იმედის“ გადმღები ჯგუფი [კოესპონდენტი ქ-ნი თამარ ჩიხლაძე და ოპერატორი ბ-ნი გიორგი წულაია].

თითქმის 50 წთ-იანი საუბრის ჩაწერის შემდეგ, ტ/კ „იმედის“, 12 ივლისის საინფორმაციო პროგრამაში - „ქრონიკა 20..00 სთ-ზე“, 20 სთ. 26 წთ-დან გაშვებულ 3 წთ. და 55 წმ-იან სიუჟეტში, ჩვენ 2 წუთი და 15 წამი [20 სთ. 27 წთ. 50 წმ. – 20 სთ. 30 წთ. 05 წმ] „დაგვითმეს“.

ამდენად, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის თაობაზე გაკეთებული პირველი განაცხადის გაშვების [2013 წ. 25 ივნისი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხი, 23 სთ.] შემდეგ, 12 ივლისის პეტრე-პავლობა დღეს, ტ/კ „იმედის“ ეთერში, ჩვენს შესახებ მომზადებული - პირველი სიუჟეტი გადაიცა. 

აი ასეთი გახლდავთ პეტრე-პავლობის მარხვის დამთავრების პირველ დღეს - 12 ივლისს განვითარებული მოვლენების მოკლე ჩამონათვალი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი