Print

2013 წ. 16 ივლისი

ბოლო ჟამის 16 ივლისის ქრონიკა

2013 წ. 15 ივლისს, ჯერ - „ფეისბუქის“, და შემდეგ - ტელეფონით დაგვიკავშირდა საინფორმაციო სააგენტო - „ფრონტ ნიუსის“ წარმომადგენელი - გიორგი ხუხია, და გვთხოვა - 16 ივლის, 12 სთ. 30 წთ-ზე მათთან გასამართ პრესკონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა.

პრესკონფერენციაზე, ნახევარი საათის მანძილზე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებათა კორესპონდენტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას საშუალება მოგვეცა შედარებით სრულად გადმოგვეცა, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის ზოგადი მონახაზი. პრესკონფერენციის მოკლე ანონსი იმავე დღეს გადაიცა ტ/კ-ების - იმედი, 1 არხი, რუსთავი - 2 ეთერით.

16 ივლისს, დაგვიკავშირდნენ ტ/კ „კავკასიიდან“, და გვთხოვეს მონაწილეობა მიგვეღო მათ სტუდიაში [წამყვანი - ალექსანდრე ელისაშვილი], 22 სთ. 55 წთ - დან დაგეგმილ პირდაპირ გადაცემაში.

როგორც ადგილზე მისვლისას გაირკვა, 30 წუთის ხანგრძლივობის გადაცემაში, ჩემთან ერთად, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი - ნიკოლოზ გორგიჯანიძე მიიღებდა მონაწილეობას.

როგორც გადაცემის მსვლელობისასაც აღვნიშნე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ე.წ. „საკვალიფიკაციო შეხვედრაში“ მიწევდა მონაწილეობის მიღება.

რაც ყველაზე მთავარია, იმ დღეს, ბ-ნი გორგიჯანიძის მიერ გამუდმებით „ფულზე“ აქცენტის გაკეთებით აშკარად გამოიკვეთა, რომ საქმე გვქონდა, ანაგრამის მეთოდით „უფლის“ ანტიპოდის - „ფული“-ს მისტერიული წარმოჩენის პროცესთან.

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!