2013 წ. 18 ივლისი
ბოლო ჟამის 18 ივლისის ქრონიკა
2013 წ. 18 ივლისს, ტ/კ „ობიექტივის“ დილის გადაცემაში: 10 სთ. 30 წთ. – 11 სთ. 30 წთ-ამდე, ტელეჟურნალისტების [ჭიაურელი შორენა, მაღალაშვილი ირაკლი, გაბრიჭიძე გია] შეკითხვებზე პასუხისას შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ზოგადი ნაწილი წარგვედგინა ტელემაყურებლისათვის.
ამავე დღეს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას ინიციატივით, მეტრო - „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე [13 სთ. 30 წთ.], რამოდენიმე წუთიანი ინტერვიუს აღება მოხდა იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც - დღეს არსებული საპრეზიდენტო სასახლის მომავალი ბედი ჰქვია. თუმცა, მიზეზთა გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის 18 ივლისის საინფორმაციო პროგრამაში - „მოამბე 20 სთ-ზე“, მომზადებული სიუჟეტის სრული ვერსიაში ჩვენი საუბარი აღარ დააფიქსირეს.
ამავე - 18 ივლისს, 21 სთ. 15 წთ-ზე “პალიტრა ტვ“-ს პირდაპირ ეთერში, გადაცემაში - „სოციოგრამა“, მოხდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის წარდგენა. საპრეზიდენტო პროგრამაზე საუბარი უახლოესი მომავლისათვის დაიგეგმა.
18 ივლისს, განმეორებით მოგვიწვიეს ტ/კ „ობიექტივის“ უკვე საღამოს ეთერში. ტელეჟურნალისტ - ბონდო მძინარაშვილთან საუბრის ორი საათის მანძილზე, ზოგადი მონახაზი გაკეთდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამისა და ბატონ ზვიად გამსახურდიას როლის თაობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში.