Print

მიმდინარე კვირის ქრონიკები

საპრეზიდენტო პროგრამა:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

ეროვნულ - პოლიტიკური ნაწილის პირველი საკითხის მოსახლეობისათვის გაცნობის მოკლე ისტორია

 

2013 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პირველ ეტაპზე, ღმერთის ნებით, მოხერხდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველი, ანუ  - „ეროვნულ - რელიგიური“  ნაწილის საქართველოს ამომრჩეველთა წინაშე წარდგენა [იხ. გაზეთის წინა ნომერი].

ცხრა მონაკვეთისაგან შემდგარი ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის მეორე, ანუ - „ეროვნულ - პოლიტიკური“ ნაწილის თაობაზე საჯარო საუბარი 5 აგვისტოდან დავიწყეთ.

2013 წ. 5 აგვისტოს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო - „რეალ ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, დეტალურად ვისაუბრეთ 1991-1992 წლების მოვლენების შეფასებისა და 1992 – 2012 წლებში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების საკითხსა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი 5-6 აგვისტოს სამჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის ეთერით.

ბიბლიური წყაროები, 2008 წელს განვითარებული მოვლენებიდან აღებულ მე-6 ანუ 2013 წლისა და მარტის თვიდან ახალი წლის ათვლიდან აღებულ მე-6 თვის მე-5 დღის [2013 წ. 5 აგვისტო] თაობაზე, ასეთ კოდირებულ მინიშნებას იძლევა -  „მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ვიჯექი ჩემს სახლში [აქ - ბრიფინგის გამართვის ადგილი] და იუდას უხუცესების [საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები] ისხდნენ ჩემს წინ; მაშინ დამეცა იქ უფლის, ღვთის ხელი“ [ეზეკ. 8,1].

5 აგვისტოსვე ორი წინასწარი შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლის მიხედვითაც:

1. 6 აგვისტოს 10.30 სთ-ზე ლასკარში გვეწვია საინფორმაციო სააგენტო - „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი დავით გულედანი. დაგეგმილი 3 წუთიანი აუდიო ჩანაწერის მომზადების მიზნით წარმართული საუბარი 15-16 წუთი გაგრძელდა. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე, „ექსპრესნიუსის“ ელექტრონულ გვერდზე ჩვენი საუბარი დაუმონტაჟებლად [სრული 16 წუთის ხანგრძლოვობით] იქნა განთავსებული;

2. 6 აგვისტოს, 18.30 სთ-ზე, ტ/კ „ობიექტივის“ გადაცემაში - „დიალოგი პირდაპირ ეთერში“ [წამყვანი - მაკა რაზმაზე], ერთი საათის მანძილზე, დეტალურად განვიხილეთ, 1992 – 2012 წლებში ქვეყანაში არსებული - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკური შეფასების საკითხები, და ამ სამართლებრივ ბაზაზე ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

7 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სახლში გვეწვია ტ/კ „მირ“-ის გადამღები ჯგუფი. ოჯახურ გარემოში წარმართული საუბრის გადაღება 40 წთ-მდე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, 9 აგვისტოს ტ/კ „მირ“-ს 16.00, 19.00 და 22.00 საათიან საინფორმაციო გადაცემაში გასული სიუჟეტის ხანგრძლივობამ - 2 წთ. 54 წმ-ი შეადგინა.

8 აგვისტოს, 21.15 სთ-ზე, ტ/კ „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში [წამყვანი - დავით აქუბარდია],საშუალება მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველ ნაწილსა [საქართველოს სულიერი მისია] და მეორე ნაწილის პირველ საკითხზე [რეჟიმის გასამართლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები], თითქმის 50 წთ-ის მანძილზე დეტალურად გვესაუბრა.