Print

2013 წ. 19-23 აგვისტოს ქრონიკები

ავირჩიოთ სიცოცხლე, ანუ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის

 

ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამაში - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ გათალისწინებული - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის“ გაშუქების მიზნით, მორიგ ორშაბათს, ანუ 2013 წლის 19 აგვისტოს 11:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში ბრიფინგი ჩავატარეთ.

ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულის, ბრიფინგისათვის ჩვენს მიერ გამოყოფილ ორშაბათ დღესთნ თანხვედრამ თავისებური დატვირთვა შესძინა ამ საკითხის განხილვას.

ჩატარებული ბრიფინგის მოკლე მიმოხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, ჯერ - საინფორმაცი პროგრამა „მოამბე 12 საათზე“, ხოლო შემდგომად, ბრიფინგის შედარებით სრული ვარიანტი მეორე არხის ეთერში 19 და 20 აგვისტოს სამჯერ გადაიცა [15:00 სთ. – 18:00 სთ. – 21:00 სთ. – 09:00 სთ].

მ/კ „ობიექტივის“ ერთ-ერთ წამყვანთან - მაკა რაზმაძესთნ მიღწეული წინასწარი შეთნხმებისამებრ, 20 აგვისტოს, 18:30 სთ-ზე დაგეგმილ პირდაპირ ეთერში მონაწილეობის მისაღებად სტუდიაში მისულმა შევიტყვე, რომ გადაცემაში, ჩვენს გარდა - ვასილ მაღლაფერიძეც მიიღებდა მონაწილეობას.

19 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ტ/კ „მეცხრე არხის“ დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მედია სივრცეში ერთგვარი ძვრა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ქ-მა მაკა რაზმაძემ განმიცხადა, რომ იგი სტუდიაში „სკაიპით“ ჩართვის გზით, ვასილ მაღლაფელიძის მოწვევას აპირებდა.

მართლაც, გადაცემის დაწყებიდან 25 წუთამდე, სწორედ ტ/კ „მეცხრე არხის“ დახურვის თემატიკა განიხილებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა რამოდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, მისი კუთვნილი ტ/კ „მეცხრე არხი“, პირველად - 2004 წელს დახურა. 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ამუშავებული ტელეკომპანიის კვლავ დახურვის გადაწყვეტი;ლების თაობაზე, 2013 წ. 19 აგვისტოს ფერისცვალების დღეს გაკეთებული მისი განცხადება, 2004 წლიდან ათვლით - მეცხრე წელს დაემთხვა.

მაშასადამე, „მე-9 არხის“ პირველი დახურვიდან მე-9 წელს, 19 რიცხვში გამოცხადდა დახურვის წინარე რეჟიმში გადასვლა. თუკი მას მყიდველი არ გამოუჩნდება, არხის საბოლოო დახურვის თარიღად 1 სექტემბერი დასახელდა.

სამი ცხრიანის თანხვედრილ რეჟიმში „საინფორმაციო არხის“ დახურვასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც საბოლოოდ, ქართული საეკლესიო კალენდრით - ახალი წლის დაწყების, ანუ - სექტემბრის თვეში უნდა შესულიყო ძალაში, უდავოდ მისტერიული ფორმით მოწვდილი მინიშნება გახლავთ.

აღნიშნულზე, წამყვანის სურვილის მიუხედავად, პირდაპირ ეთერში,  საბოლოო პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შევიკავე. გადაცემის ბოლოსა და მეორე დღეს მომხდარმა, ნათელი გახადა, თუ რა მინიშნების მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო - „საინფორმაციო არხის“ გაუქმებასთან დაკავშირებული მინიშნება.

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემაზე საუბრის დაწყებიდან 10 წუთიც არ იყო გასული, რომ სატელეფონო ჩართვის ფორმატში გეგუთის ციხიდან პატიმრებთან წარმართულმა საუბარმა 15 წუთზე მეტი დრო წაიღო. საეთერო დროის დარჩენილ ოთხიოდე წუთში შევეცადე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გადმოცემა მომესწრო.

გადაცემის დამთავრების შემდეგ, სტუდიის დერეფანში გამართულ საუბარში, „ობიექტივის“ „პროდიუსერმა“ - ილია ჩაჩიბაიამ, ნახევრად ხუმრობით განმიცხადა - „ბატონო გელა! ამ ბოლო დროს  თქვენ უკვე იმდენჯერ იყავით ჩვენს ეთერში, რომ მოდით ამის შემდეგ ცოტა ხნით თავი შევიკავოთ გადაცემაში თქვენი მონაწილეობისაგან“-ო. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც - მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ამდაგვარი შემოთავაზება რომ საქმის არსს კარგად არ წაადგებოდა, ორივესთვის ნათელი გახლდათ...

მეორე დღეს, 21 აგვისტოს, 21:30 სთ-ზე, „ობიექტივში“, გაზეთ  „საქართველო და მსოფლიო“-ს რედაქციისათვის განკუთვნილ ერთ საათიან დროში, გადაცემის წამყვანის ჯაბა ჟვანიას შემოთავაზებით, მონაწილეობის მისაღებად მივედით მე და მამა ელიზბარი (დიაკონიძე).

დაახლოებით ნახევარი საათის ფარგლებში, შესაძლებლობა მომეცა შეძლებისდაგვარად სრულად გამეშუქებინა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი.

გადაცემის დამთავრებისთანავე სტუდიაში შემოსულმა ილია ჩაჩიბაიამ უაღრესად გაღიზიანებულ ტონში - სასტიკი პროტესტი გამოთქვა მედია კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩემი კვლავ მონაწილეობის გამო და დასძინა - „ბატონო გელა! თუკი თქვენ, ჩემი შეთნხმების გარეშე, რაიმე გზით კვლავ აღმოჩნდებით ჩვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, მე მიკროფონს დემონსტრაციულად გაგითიშავთ. ისე კი, ჩემის მხრიდან პირობას გაძლევთ, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებამდე თქვენთვის „ობიექტივის“ პირდაპირი ეთერი დახურული იქნება“-ო.

მის მიერ წინა დღისა და ამ დღევანდელი „საუბრის“ მოსმენისას, ჩემთვის საბოლოოდ გახდა ნათელი, თუ რა „საინფორმაციო არხის“ დახურვაზე მიგვანიშნებდა ტ/კ „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს გაკეთებული განცხადება.

ამასთანავე, ნათელი იყო, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, უდავოდ ეშმაკის ძალისხმევით, გამოხატული ასეთი „,მძაფრი პოზიცია“ - სულაც არ იყო შემთხვევითი - ილია ჩაჩიბაიას პირით [რა თქმა უნდა მისდა შეუცნობლად] აშკარად უწმინდური ძალა ბობოქრობდა.

ილია ჩაჩიბაიას „შველის“ ერთადერთი გზა მრჩებოდა - სიმშვიდე. ამიტომ, ყველას დასანახად ზღვარგადასული ტონით მოსაუბრეს შევთავაზე - „ბატონო ილია! თუ „მიკროფონს ეხლავე არ გამითიშავთ“, ანუ ცალკე საუბარზე დამთანხმდებით, რაღაც მინდა გითხრათ მეთქი“.

ერთგვარი ყოყმანის მიუხედავად იგი მაინც დავიყოლიე. თავიდანვე, მადლობა გადავუხადე მ/კ „ობიექტივის“ მთელ კოლექტივს და პირადად მას, ამ ერთი თვის მანძილზე ჩვენთვის პირდაპირ ეთერში გამოსვლის შესაძლებლობის მოცემისათვის. და დავსძინე - „ბატონო ილია! მე ღმერთის ნებას ვარ მინდობილი. და თუკი, თქვენი პირით მეუწყება, რომ ჩემთვის „ობიექტივის“ მეშვეობით მოსახლეობასთან გასაუბრების დრო მთავრდება, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - მადლობა თქვენ აქამდე გაწეული თანადგომისათვის. მაგრამ, თუკი ეს ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ხდება, მე ბოდიშს გიხდით „შეწუხებისათვის“ და - დაგემშვიდობებით, მაგრამ, იცოდეთ, რომ ყველანი ჩვენ-ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს“.

ჩემმა ამდაგვარმა ტონმა, ერთგვარი დადებითი შედეგი გამოიღო. მან თავის მხრივ, მომიბოდიშა მისი აზრის ამ ტონალობაში გადმოცემის გამო; თუმცა, თავად, მისი სიტყვებითვე უკვე გადმოცეული შინაარსის ერთგული დარჩა.

ერთ დღიანი პაუზის შემდეგ, 23 აგვისტოს 12:30 სთ-ზე წინასწარი შეთნხმების შემდეგ შევხვდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ბატონ სოსო მანჯავიძეს. ხანმოკლე საუბარში ბ-ნ სოსოს დავუფიქსირე ჩემი პატივისცემა მათი პარტიის საპოგრამო საკითხებისადმი, და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა მათდამი დაქვემდებარებაში მყოფ მ/კ „ობიექტივის“ ეთერში გამოსვლების შესაძლებლობის მოცემისათვის.

ამის შემდეგ, ბატონ სოსოს გავაცანი „საქართველოს საარჩევნო კოდექით“ გათვალისწინებული შემდეგი მოთხოვნა - „მუხლი 50. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები:

1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება...“.

აქედან გამომდინარე, ვთხოვე, რომ კოდექსში მითითებულ 50-ე დღემდე ანუ - 7 სექტემბრამდე დარჩენილი 2 კვირის მანძილზე, ინებ მოხერხებულიყო და „ობიექტივის“ ეთერში კვირაში ერთი გმოსვლის შესაძლ;ებლობა მოეცათ ჩვენთვის.

იქვე, დეტალურად აღვუწერე ილია ჩაჩიბაიასთან მომხდარი ინციდენტი და დავსძინე - „ჩემის მხრიდან მიმიტევებია ბ-ნი ილიასათვის მისი საქციელი, მაგრამ თუკი ეს ღმერთის ნების საწინააღმდეგო ქმედებაა, ვშიშობ რომ იგი აუცილებლად დაისჯება, და გულწფელად მეცოდება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, მოგვეცემა თუ არა თქვენი ეთერით სარგებლობის უფლება, განვლილი გზის გამო, მე მაინც დიდი მადლობელი დაგრჩებით - მეთქი“.

ჩვენი საუბრის დასასრულს, ბ-ნი სოსო დამპირდა, რომ ამ საკითხზე მათ საბოლოო პოზიციას უახლოესი დროის მანძილზე შემატყობინებდა.