26 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე
ბოლო ჟამის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე დროის ქრონიკები
2013 წ. 26 აგვისტოს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა ორ საკითხი:
1. 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეექვსე ნაწილი, რომელიც - „საქართველოში მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების“ თემატიკას მოიცავს. კერძოდ, განხილული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა-დამკვიდრების ერთ-ერთი რეალური ნაბიჯის გადადგმისათვის საჭირო მექანიზმის დეტალები;
2. ცესკოში დღეისათვის შექმნილი მდგომარეობის ის დეტალები, რომლითაც მოსალოდნელი სამართლებრივი შეუსაბამობების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე; მოკლე ანონსები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, „რუსთავი 2“-ზე, „იმედზე“.
2013 წ. 28 აგვისტოს, ოთხშაბათს, 20.00 სთ-ზე მ/კ „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში, განმეორებით გაუშვეს 21 აგვისტოს გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.
2013 წ. 2 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა, 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეშვიდე ნაწილი, რომელიც ეხება - „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს“. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონის ცენტრალური ლიდერი სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.
აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე; მოკლე ანონსები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, „რუსთავი 2“-ზე.
3 სექტემბერს იპოთეკარების მიერ მთავრობის კანცელარიასთან მოწყობილ საპროტესტო მიტინგზე მონაწილეობისას - პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ, წარმოდგენილი იქნა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული აღნიშნული პრობლემის მოგვარების მექანიზმი.
ამ დღეს მიმდინარე აქციის მასალები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის; „რუსთავი 2“-ის; „იმედი“-სა და „მაესტრო“-ს ეთერში.
5 სექტემბერს პრემიერ მინისტრის კანცელარიას ჩაბარდა ოფიციალური წერილი „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების საკითხის დარეგულირების მექანიზმი“-ს თაობაზე.
2013 წ. 6 სექტემბერს, პარასკევს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გაშუქდა „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების საკითხის დარეგულირების მექანიზმი“. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.
აღნიშნული მასალა სრულად გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე. მოკლე ანონსი გაშუქდა ტ/კ „რუსთავი -2“-ის ეთერით.