Print

საპრეზიდენტო კამპანიის ქრონიკები 7 - 9.10 - 2013 წ.

საპრეზიდენტო მარათონის 7 – 9 ოქტომბრის ქრონიკები

2013 წ. 7 ოქტომბერს, ორშაბათს, 13.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ [გელა] სალუაშვილის მორიგი ბრიფინგი, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გასაშუქებელი საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალების თემაზე; განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი [მეორე ნაწილი].

აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით; ინფორმაცია გავიდა 1-ლი არხის საინფორმაციო გადაცემა - „მოამბეში“.

7 ოქტომბერსვე, მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია შეხვდნენ, საპრეზიდენტო კანდიდატს - გიორგი ჩიხლაძეს. საუბარი შეეხო ბ-ნი გიორგის წინადადებას, რომლის თანახმადაც სასურველია თუკი - პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გამოთქმულ სხვადასხვა შეხედულებათა ურთიერთ გაზიარებისა და შესაბამისი დასკვნების საზოგადოებისათვის წარმოჩენის მიზნით, შეიქმნებოდა ე.წ.  - „პრეზიდენტის კლუბი“.

ჩვენის მხრივ, ბ-ნ გიორგის შევთავაზეთ, პარალელურად განგვეხილა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული საკითხი, კერძოდ - საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის შემადგენლობაში, სათათბირო ორგანოს - „პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში გაგვემართა დამატებითი კონსულტაციები.

2013 წ. 8 ოქტომბერს, სამშაბათს, 13.00 სთ-ზე, ხოლო 2013 წ. 9 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 12.00 სთ-ზე,  საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბრიფინგები, რომლებზეც საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის ის დეტალები, რომლებშიც განხილულია - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის ამსახველი ბიბლიური მინიშნებანი.

აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით.

9 ოქტომბერს, 13.00 სთ-ზე, მთავრობის სახლთან იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. მათი მხრიდან გამოთქმული მოთხოვნის გათვალისწინებით მათ აქციაზე მისულმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, კიდევ ერთხელ გააცნეს მათ, საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული „იპოთეკით დაზარალებული მოსახლეების“ პრობლემის მოგვარების მექანიზმი.

მიუხედავად ტ/კ „იმედი“-სა და „მაესტრო“-ს ჯურნალისტების მიერ ინტერვიუს აღებისა, სამწუხაროდ ეს ჩანაწერი მათი ტელეარხის ეთერით აღარ ყოფილა გაშუქებული.

ამავე დღეს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენელ ბესარიონ ლაცაბიძესთან უახლოესი დღეები მანძილზე განსახორციელებელ ღონისძიებათა დეტალები იქნა განხილული.

მკითხველთა ნაწილმა იცის, რომ ყოველი თვის 9 რიცხვში, ბ-ნი აკაკი ჯორჯაძის საცხოვრებელი ბინის სარდაფში მოწყობილ ოფისში, მისი მხარდამჭერების ყოველთვიური შეკრებები იმართება.

9 ოქტომბერს გამართული შეხვედრის მონაწილეებს, მათთვის მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ჩემი შეხედულების გასაცნობად 17.30 საათისთვის ვესტუმრე. თავყრილობა დასასრულისაკენ მიდიოდა. ბ-ნი აკაკის მიერ დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ, ვთხოვე მას რამოდენიმე სიტყვის თქმის საშუალება მოეცა.

დამსწრეთა ნაწილის სახეზე აშკარა გაუგებრობის კვალის დატოვების მიზეზი გახდა ბ-ნი აკაკის უარი - „მე თქვენ, დღეს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ მოგცემთ, რამეთუ თქვენს თაობაზე აქ უკვე ვიმსჯელეთ და ამით დავასრულეთ ამ საკითხზე საუბარიო“.

ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა - ჩემს დაუსწრებლად წარმართული საუბრის შინაარსი, როგორ შეიძლებოდა ჩემთვის სიტყვით მიმართვის არ მოცემის საფუძველი გამხდარიყო. ბატონი აკაკის მიერ თავისი „აზრის“ გადმოცემის პარალელურად, ბოდიში მოვუხადე დამსწრე საზოგადოებას, წარმატებები ვუსურვე და დავტოვე შეკრება.

ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის რეინკარნირებული სულის მატარებელის მხრიდან, ჩვენი, როგორც ძე კაცისას არსობრივი მისიის მატარებელი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ, ამდაგვარი პოზიციის დაფიქსირება, იოანეს მხრიდან იმ დაეჭვებისეული მიმნიშნების მისტერიულ აცხადებად გვენიშნა, რაც სახარებაში ასეა გადმოცემული - „...შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდოთ?“ [ლუკა 7,19].

აღნიშნულით, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურდა, ბოლო ჟამის დასასრულს გასავლელი - იოანე ნათლისმცემლის ე.წ. „თავისკვეთისეული ეტაპის“ მიმდინარეობის დასასრული.