Print

საპრეზიდენტო კამპანიის ქრონიკები 12 - 18.10 - 2013 წ.

საპრეზიდენტო მარათონი,

ანუ 12- 18 ოქტომბრის ქრონიკები

2013 წლის 12 ოქტომბერს „ლასკარში“ გვეწვია პრეზიდენტობის კანდიდატი ბ-ნი გიორგი ჩიხლაძე, რომელსაც შევთავაზეთ ერთობლივად მიგვემართა საზოგადოებრივი მაუწყებელისათვის, პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის საეთერო დროის თანაბრად გამოყოფასთან დაკავშირებით [იხ. გაზ. №40 (885), გვ.1-2]. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე, მის ოფისში, 15 ოქტომბერს, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მონაწილეობით დაგეგმილ სხდომაზე მომხდარიყო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის თარიღთან დაკავშირებით, სოფელ ბორითში შევიკრიბეთ პრეზიდენტობის კანდიდატები - გიორგი ჩიხლაძე, მამუკა მელიქიშვილი, ლევან ჩაჩუა და მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

თავყრილობაში მონაწილეობას იღებდნენ - თამთა კოსტავა, მიხეილ ანდღულაძე, ჯემალ ჯიქია, მამა ელიზბარი [დიაკონიძე], გიორგი [გია] მაისაშვილი, ავთანდილ იოსელიანი.... მხატვარი ნერსე ბაცაში და სხვანი.

მოგვიანებით, იქვე აღმართულ ობელისკთან მოვიდნენ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატები - ზვიად ძიძიგური, გოდერძი ბუკია... პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.

ამავე დღეს, „კვართობის“ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დაწყებულ საღამოს ლოცვაზე დასწრების მიზნით, ვეწვიეთ სვეტიცხოველს, სადაც წირვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე....

2013 წ. 14ოქტომბერს, ორშაბათს, 14.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გააშუქა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული:

1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული წარმომავლობის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან - „პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს ჩამოყალიბების საკითხები, რომელთა ფორმულირებაც ასეთია:

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება 4

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები

 ქართული წარმომავლობის პირებისათვის

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის

მინიჭების შესახებ

 

ვითვალისწინებთ რა, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, ისე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის მთელი დროის მანძილზე, ასეულ ათასობით ქართველი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით აღმოჩნდა გადახვეწილი თავისი სამშობლოს ფარგლებს გარეთ;

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველთა შთამომავლებისათვის, მათთვის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისა და ინტეგრაციისათვის ხელისშეწყობის თვალსაზრისით; და

ვეყრდნობი რა 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 91  მუხლისა და „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ“ დებულების მე- 6 მუხლის თანახმად,  ვაცხადებ:

1. ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის მანძილზე, მიზეზთა გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველების შთამომავლებს, მიუხედავად მათი დღევანდელი საცხოვრებელი ადგილისა, მიენიჭოთ - საქართველოს საპატიო მოქალაქეობა;

2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ამ ბრძანებულების შინაარსის გავრცელება მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით;

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოამზადოს სათანადო წინაპირობა - „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მიღების მსურველთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად;

4. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სიგელის, მოწმობისა და მედალიონის გადასაცემად მომზადებას.

5. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება 5

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს 

„პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

1989 წლის 9 აპრილს საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან, და 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებიდან მოყოლებული - დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია ქვეყანაში მომქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საქართველოში მომქმედი ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისათვის საჭირო პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია მოიძებნოს,  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვის ეფექტური მექანიზმი, რათა საქართველოს პრეზიდენტმა, მათთან, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის ინტერესების გამომხატველ პირებთან ერთად, გაინაწილოს პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საჭიროა გამოიკვეთოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურა სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს, ქვეყნის განვითარების ხაზთან მიმართებით წამოჭრილი, პოლიტიკურ ძალთა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი და

ვეყრდნობი რა 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“.

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება 6

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს 

„პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული წარმომავლობის, ან საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მქონე ყველა იმ პირს, ვისაც, ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისათვის საჭირო პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში, უნდა მიეცეს ამ სურვილის რეალიზების შესაძლებლობა და

ვეყრდნობი რა 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო“;

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე; მასალა გავიდა პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“-ში.

15 ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი ჩიხლაძის ოფისში შეკრებილებმა - გიორგი ლილუაშვილმა, მამუკა ჭოხონელიძემ, მამუკა მელქიშვილმა, ლევან ჩაჩუამ და მიხეილ [გელა] სალუაშვილმა განვიხილეთ, 16 ოქტომბრისათვის სასტუმრო „სიმპატია“-ს საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილი პრეზიდენტობის კანდიდატების ერთობლივი ბრიფინგის დეტალები.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის წინადადებით გადაწყდა - ბრიფინგის შემდეგ პირადად მივსულიყავით საზ. მაუწყებელში და ჩვენი მოთხოვნა წარგვედგინა.

2013 წ. 15ოქტომბერს, სამშაბათს, 12.30 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გააშუქა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილით გათვალისწინებულისპეციალური მიმართვა - ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძისადმი, მათ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.

ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერით.

2013 წ. 15ოქტომბერს, სამშაბათს, 18..30  სთ-ზე, მედია/კავშირი „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში [წამყვანი - მაკა რაზმაძე], მონაწილეობა მიიღეს - პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და პრეზიდენტობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ჯემალ ჯიქიამ].

ერთი საათის მანძილზე, დეტალურად გაშუქდა, ბრიფინგზე განხილული სპეციალური მიმართვა - ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძისადმი, მათ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის სავარაუდო მოხსნასთან დაკავშირებით.

2013 წ. 16ოქტომბერს, ოთხშაბათს, 9. 30  სთ-ზე, რადიო „თავისუფლების“ [სიხშირე 107.4], პირდაოირ ეთერში, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის ორივე შემადგენელი ნაწილის თაობაზე.

16 ოქტომბერს, 12.00 სთ-ზე, სასტუმრო „სიმპატია“-ში გამართულ ერთობლივ ბრიფინგში მონაწილეობდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, გიორგი ჩიხლაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი ლილუაშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, მამუკა მელიქიშვილი, ქართლოს ღარიბაშვილი, თეიმურაზ მჟავია.

ლევან ჩაჩუამ წაიკითხა საპროტესტო მემორანდუმი, წინასაარჩევნო კამპანიის არათანაბარ პირობებში მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ ისაუბრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი გასაგზავნი ღია მიმართვის თაობაზე [იხ. გაზ. №40 (885), გვ. 1-2].

სიტყვით გამოვიდნენ - თეიმურაზ მჟავია და ქართლოს ღარიბაშვილი.

ბრიფინგის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის სემსრულებელთან თამაზ ტყემალაძესა და ტელევიზიის სხვადასვა გადაცემათა ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტობის კანდიდატებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მამუკა მელიქიშვილმა, მამუკა ჭოხონელიძემ და გიორგი ლილუაშვილმა წარადგინეს ბრიფინგზე მიღებული ხსენებული ღია მიმართვა, საეთერო დროის თანაბრად განაწილების მოთხოვნასთან დაკავშირებით [შეხვედრას ესწრებოდნენ ჯემალ ჯიქია და მამა ელიზბარ დიაკონიძე]. ტელევიზიის ხელმძღვანელობა შეგვპირდა, რომ პასუხ ელ. ფოსტით მოგვაწვდიდა.

[შეპირებისამებრ, მეორე დღეს თამაზ ტყემალაძის ხელმოწერით მართლაც მივიღეთ ე.წ. პასუხი, რომელშიც ჩვენი მოთხოვნის არც ერთი საკითხი არ იყო გათვალისწინებული].

2013 წ. 16ოქტომბერს, ოთხშაბათს,  21.30 სთ-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის  პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს რელიგიურ [საქართველოს სულიერი მისია] და პოლიტიკურ ასპექტებზე.

2013 წ. 17ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13.30 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გააშუქა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური მიმართვა - გიორგი მარგველაშვილისადმი, მის მიერ საპრეზიდენტო მარათონიდან ჩამოჩილების მოწოდებასთან დაკავშირებით.

17 ოქტომბერს „ლასკარში“ გამართულ შეხვედრაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ვალერი მჭედელაძემ და ბესარიონ ლაცაბიძემ განიხილეს 24 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობის დეტალები.

შეხვედრის მიმდინარეობისას „ლასკარში“ გვეწვია „სტუდიო რე“-ს გადამღები ჯგუფი [ჯურნალისტი ნინო გელაშვილი], რომელთანაც ჩაწერილი მოკლე ინტერვიუ, 20 ოქტომბრის ტ/კ „მაესტრო -24“-ის, 19.00 საათიანი საინფორმაციო გადაცემისათვის იყო განკუთვნილი. 

2013 წ. 18 ოქტომბერს, პარასკევს, 15.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გააშუქა  საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილი. კერძოდ განხილულ იქნა რუსეთ- საქართველოს ომთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი: 1. ვინ დაიწყო ომი; 2. რას ნიშნავს ე.წ. მცოცავი ოკუპაცია და სხვა.

ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში.

18 ოქტომბერს, მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, მევლუდ მამადაშვილი და ლევან ჩოხელი გავემგზავრეთ ქ. გურჯაანში, ტ/კ „გურჯაანის“ პროგრამა - „ძალა უძალოთა“-ში [წამყვანი ლევან ალექსიშვილი] მონაწილეობის მისაღებად. ერთი საათის მანძილზე, პირდაპირ ეთერში, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის ორივე ნაწილის თაობაზე; უპასუხა მაყურებელთა შეკითხვებს.

თავად გადაცემის სახელდება - „ძალა უძალოთა“, მასში ჩვენი მონაწილეობა, და განსახილველი თემისადმი წამყვანის, რბილად რომ ვთქვათ, უნიათო დამოკიდებულება [მან თითქმის ვერაფერი გაიგო, თუ რა თემების გახსნა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში]  გვკარნახობდა, რომ ჩვენს თვალწინ თამაშდებოდა იმ მინიშნების მისტერიული პროცესი, რომლის თაობაზეც პავლე მოციქულის პირით ასე გვეუწყება:

„და მითხრა მე: შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა აღსრულდება უძლურებაში. ამიტომაც, მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში;

ამიტომაც ვტკბები [კოდია] უძლურებით, შეურაცხყოფით [როცა მავანთა გასაგონად აშუქებ საკითხს, რომლის მიმართაც გამოხატული მათი დამოკიდებულებით, უკვე მერამდენედ „ხვდები“, რომ მის  არსშიც გარკვევა არაა ყველას ხვედრი], გაჭირვებით, დევნილობითა და ქრისტეს [მეორედ მოსვლის დროის დადგომაზე საუბრის] გამო შევიწროებით, რადგანაც როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი“ [2 კორ. 12,9-10].

ტელევიზიის ეტერში გაჟღერებული ამ საკითხის წამოწევისა, და გადაცემის დამთავრების შემდეგ გზაში მომავალთ, თითქოს ყურში ჩაგვესმოდა შეგონება - „თუკი შექფერის სიქადული, ჩემს უძლურებას დავიქადი“ [2 კორ. 11,30].

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი; დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!