Print

დაუსწრებელ შეხვედრაზე სათქმელი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საწარმოები:

შპს - „პარლამენტი“, შპს - „პრეზიდენტი“, შპს - „პრემიერ მინისტრი“

 

ადამიანის ყველა საქციელი მისი შინაგანი განწყობის ღია გამოვლინებაა.

ბიზნეს სამყაროში მიღებული წესების მიხედვით - ამა თუ იმ საქმიდან მიღებული მოგების დიდი წილი ისევ იმავე, ან რომელიმე სხვა საქმიანობის წამოწყებისათვის უნდა გამოიყენო. კაპიტალის უქმად გაჩერება - მხოლოდ ზიანის მომტანია, ფულმა - მუდმივად უნდა იმოძრაოს, და ახალი მოგების საწინდარი გახდეს.

ზოგადად, ამდაგვარი მენტალიტეტი საქმიანობის ყველა სფეროს მიესადაგება... მათ შორის - პოლიტიკასაც.

ბიძინა ივანიშვილი - სერიოზული გაქანების ბიზნესმენია, რომელმაც - „პოლიტიკურ ბიზნეს ასპარეზზე“ გამოსვლა ხსენებულ პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვიტა.

თავიდანვე გვინდა ვივარაუდოთ, რომ ბ. ივანიშვილის მიზანი - ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა და უკეთესი საარსებო პირობების შექმნაა. ამაზე მეტყველებს მის მიერ გაწეული ქველმოქმედების უამრავი მაგალითი, რომლის ბოლო გამოვლინებაც - პოლიტიკურ ბიზნეს ასპარეზზე განხორციელდა.

ქვეყანაში შექმნილი გაუსაძლისი პირობების უკეთესობისაკენ შეცვლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფინანსური რესურსის ნაწილის დაბანდება პოლიტიკურ არენაზე გადაწყვიტა. 2011 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა, მისივე თავმჯდომარეობით მოქმედი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისაგან შემდგარი, „სამეთვალყურეო საბჭო“, და... დაიწყო მზადება - შპს „პარლამენტის“ დასაფუძნებლად.

წინასწარი მონახაზის შექმნისა და  2011 წ. 5-7 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 2012 წ. 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა - შპს „პარლამენტი“ საბოლოოდ გააფორმა, სადაც თავისთვის საკონტროლო პაკეტი, ანუ - 60%-იანი წილი დაიტოვა.

სამეთვალყურეო საბჭოს [თავმჯდომარე - ბ. ივანიშვილი] გადაწყვეტილებით,  შპს „პარლამენტის“ დირექტორობა - დავით უსუფაშვილს ერგო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წ. 1 - 25 ოქტომბერს საბოლოოდ დაფუძნებულმა შპს „პარლამენტმა“, იგი -  პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა, რამაც მას, როგორც დიდი მაშტაბის ბიზნესმენს, შესაძლებლობა მისცა დაეწყო ორი ახალი გაერთიანების - შპს „პრეზიდენტისა“, და შპს „პრემიერ მინისტრის“ შექმნის ბიზნეს-გეგმის დამუშავება.

2013 წ. 11 მაისს, ხსენებული „სამეთვალყურეო საბჭოს“ გადაწყვეტილებით, შპს „პრეზიდენტის“   თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი შეირჩა.   

2013 წ. 27 ოქტომბერს გამრთულმა შპს „პრეზიდენტის“ წინასწარმა პრეზენტაციამ, ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა მისცა უკვე ოფიციალურად დაესახელებინა მისი ახალი დირექტორის - გიორგი მარგველაშვილის სახელი.

კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ არენაზე დაფუძნებული მეორე ახალი გაერთიანების - შპს „პრეზიდენტის“ საბოლოო იურიდიული  გაფორმების დღედ - 2013 წლის 17 ნოემბერი დასახელდა.

და მართლაც, 2013 წ. 12 ნოემბერს ცესკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ, 2013 წ. 17 ნოემბერს გამართულ ინაუგურაციაზე, შპს „პრეზიდენტის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის იურიდიულად გაფორმება მოხდა.

პარალელურად ამისა, 2013 წ. 28 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, მის მიერ ჩაფიქრებული მესამე პოლიტიკური ორგანიზაციის - შპს „პრემიერ მინისტრის“ საბოლოო კონტურების გამოკვეთა, რომლის იურიდიულად დაფუძნების ზედა მიჯნად - 2013 წ. 24 ნოემბერი დასახელდა. იგი იქვე შეგვპირდა, რომ - შპს „პრემიერ მინისტრის“ დირექტორის კანდიდატურას ნოემბრის დასაწყისისათვის დაასახელებდა.

შეპირებულ დროში, სამეთვალყურეო საბჭოს [თავმჯდომარე - ბ. ივანიშვილი] გადაწყვეტილებით, შპს „პრემიერ მინისტრის“ დირექტორობის კანდიდატად - ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ, 2013 წლის 20 ნოემბერს, შპს „პარლამენტმა“, კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შპს „პრემიერ მინისტრი“-ს დირექტორად ირაკლი ღარიბაშვილი საბოლოოდ დაამტკიცა...  

 

მინაწერი:

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული, და მისი თავმჯდომარეობით მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე სამი ახალი გაერთიანების - შპს „პარლამენტი“ [2012 წ. 1-25 ოქტომბერი], შპს „პრეზიდენტი“ [ 2013 წ. 17 ნოემბერი] და შპს „პრემიერ მინისტრი“ [2013 წ. 20 ნოემბერი] საბოლოო დაფუძნების, მათი დირექტორების [დ. უსუფაშვილი, გ. მარგველაშვილი, ი. ღარიბაშვილი] დანიშვნისა და „საქმის აწყობის“ შემდეგ - ბიძინა ივანიშვილი, მის მიერვე მოაზრებული, ორი ახალი ბიზნეს-გეგმის პრაქტიკულ განხორციელებას იწყებს; ცნობილია ახალი შპს-ს პირობითი სახელდებაც - „საზოგადოებრივი სექტორი“; უახლოეს დღეებში გავიგებთ მორიგი შპს - „ქ. თბილისის მერი“-ს დირექტორის კანდიდატურასაც. 

ბიძინა ივანიშვილი დიდი მაშტაბის ბიზნესმენია. ამ სფეროს კი, თავისი - მკაცრად დადგენილი წესები აქვს:

კაპიტალმა უნდა იმოძრაოს... მოგების დიდი წილი კვლავ საქმეში უნდა ჩაიდოს და ახალი საწარმოები გაიხსნას, რათა ახალი მოგება მოიტანოს...

თავად ბიზნესმენი - ერთი რომელიმე საწარმოს დირექტორი ვერ იქნება, მან ხომ მთელი ბიზნეს-იმპერია უნდა მართოს, რომლის შემადგენლობაშიც ცხოვრებისეული სფეროსთვის დამახასიათებელი ყველა დარგი იქნება თავმოყრილი...

ბოლო ჟამად სახელდებული დრო კი თავისი დასასრულისაკენ მიემართება...

ნათქვამია - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...  

 

მინაწერის მინაწერი:

მათდა გასაგონად, ვისაც აღნიშნული მოსაზრების გაცნობის შემდეგ შეიძლება ეგონოს, რომ ჩვენ, იმ კატეგორიას მივეკუთვნებით ვინც - მავანთა საქციელში „მხოლოდცუდსეძებს"

ხსენებულწერილში - ჩვენშევეცადეთწარმოგვეჩინადიდიბიზნესმენისხედვისჩვენიწიაღიდანაღქმულირეალობა. კერძოდ:

განარომელიმებიზნესმენი, ყველამისმიერვეშექმნილსაწარმოსუშუალოდთვითონმართავს?

რათქმაუნდა - არა!

იგი - ხსნისსაწარმოს, ააწყობსსაქმისწარმოებას, ჩააბარებსმასრომელიმეკონკრეტულპირსდათავადმიდის,ახალისაწარმოსდაარსებისაკენ...

ესაადაეს!

არამგონიაამხედვაშიჩანდეს,რომვინმე- "ყველაფერშიცუდსეძებს"

სულაცარა - ბიზნესისსფეროსთვისესხომდადგენილიდამიღებულიწესია?

ბიძინაივანიშვილს, რაშისჭირდებაპოლიტიკაშიყოფნა? - არაფერში...

ამიტომაცმანდეპუტატადაც  არიყარაკენჭი - დააფუძნაშპსპარლამენტი", დადანიშნამისიდირექტორი [დ. უსუფაშვილი]...

ბიძინაივანიშვილს, რაშისჭირდებაპრეზიდენტობა? - არაფერში...

ამიტომაცდააფუძნაშპსპრეზიდენტი",და დანიშნამისიდირექტორი [გ. მარგველაშვილი]...

ბიძინაივანიშვილს, რაშისჭირდებაპრემიერმინისტრობა? - არაფერში...

ამიტომაცდააფუძნაშპსპრემიერ მინისტრი",და დანიშნამისიდირექტორი [ი. ღარიბაშვილი]...

და ბოლოს. ბიძინაივანიშვილისმიმართჩვენიდამოკიდებულება - არაერთხელგამოგვითქვამს - იგიგზისმოსწორებისეულმისტერიასასრულებს, დაშემდეგუნდაწავიდეს. ესბიბლიურიხედვით...

რაცშეეხებაადამიანურხედვას - იგიბიზნესმენია:

ქმნისშეპესეებს, ნიშნავსდირექტორებსდა - მიდის, რათაახალიშეპესეებიდააარსოს... ასეთია [ჩვენიაზრით] მისიხედვა... თუმცაიქნებვცდებითკიდეც... შეუმცდარიხომარავინაა...

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი