ახალი მიჯნის დასაწყისი, ანუ 25 ნოემბრიდან ...
2013 წ. ნოემბრის თვის
კონსულტაციათა ქრონიკები
ბიბლიური ახალი წლის, ანუ მარტის თვიდან ათვლით მე-9 თვის, 24-ე დღეს, ანუ 2013 წ. 24 ნოემბერს გამართულ პ/გ „ქართული ოცნება...“-ს ყრილობაზე [ბოლო ჟამისმიერი კუთხით: „გზის მომსწორებლის არსის“ მატარებელმა, ხოლო „გარეგნულად“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა] ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან მისი საბოლოო წასვლა დააფიქსირა.
ამდენად, 2013 წ. 24 ნოემბერი გახდა, ერთის მხრივ - პოლიტიკური კუთხით: „გზის მომსწორებლის არსის“ მატარებელი ბ. ივანიშვილის საქმიანობის დასასრული [„ციხეში ჩასმა“ - საზოგადოებისაგან გარიდება]; მეორეს მხრივ კი, კოდირებული - უფლისმიერი გზის დასაწყისი.
ამ დღის თაობაზე, ბიბლიაში ასეთი მინიშნებაა მოცემული - „დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან [აქ - 24 ნოემბერი], იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით“ [ანგია 2,18].
[კოდირებული „უფლის ტაძრის დაფუძნების“ მისტერია, ღრმა-ღელის მეტროსთან მდებარე წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში ჩატარებული ჯვრისწერითა და „მცირე“ ტრაპეზით აღინიშნა].
ბიბლიის მიხედვით, ამ თარიღიდან ათვლით ე.წ. „განახლების“ დღეების დაწყებაზეა მინიშნება - „მეცხრე თვის [ქისლევის] თვის ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მიიყვანეს შესაწირავი [კოდია]. სწორედ იმ დროსა და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა [აქ - 10 წლის წინანდელ ე.წ. ვარდების რევოლუციაზეა მინიშნება] განაახლეს იგი საგალობლებით...
დააწესეს იუდამ, მისმა ძმებმა და მთელმა ისრაელის კრებულმა ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით“ [1 მაკ. 4,52-54; 59].
ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამისმიერ გზასავალში ე.წ. „განახლებისეული“ ეტაპი ასე განვითარდა:
25 ნოემბერს „ლასკარში“ გამართულ შეხვედრაზე, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის წარმომადგენლებმა - ვალერი მჭედელაძემ და ბესიკ ლაცაბიძემ იმსჯელეს პოლიტიკური ბლოკის: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მომავალი საქმიანობის დეტალებზე;
26 ნოემბერს გამართულ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე, მოისმინეს მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება - ბიბლიური: „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი გზასავალის დაწყების თაობაზე. იმსჯელეს კულტურის მინისტრისადმი გასაგზავნი ღია წერილის თაობაზე. აზრი გამოთქვეს -ჯემალ ჯიქიამ, ლეილა მეფარიძემ, ეთერ ჩხეტიამ, ნათელა მელქაძემ, ლევან ჩოხელმა, რეზო კობიაშვილმა...
27 ნოემბერს მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ვალერი მჭედელაძემ და ბესიკ ლაცაბიძემსაქართველოს კულტურის სამინისტროში შეიტანეს მინისტრ გურამ ოდიშარიას სახელზე გაკეთებული - ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღების მოახლოებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის მოთხოვნის შემცველი ღია მიმართვა [ჩაბ. № 11 658];
27 ნოემბერსვე 14.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში [იოსებიძის ქ. №57] „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა განიხილა ორი საკითხი:
1. 2014 წ. ადგილობრივ არჩევნებში პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით;
2. იქიდან გამომდინარე , რომ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა, გაშუქდა - საქართველოს კულტურის სამინისტროში წარდგენილი ღია მიმართვა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისიის შექმნასთან დაკავშირებით;
28 ნოემბერს მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სპეციალური შეხვედრაზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძესა და საქართველოს სახალხო დარბაზის თანათავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანს გააცნო ბოლო ჟამის იმ ეტაპისმიერი მინიშნებანი, რომლებიც „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენას ემსახურება;
29 ნოემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, რუსთავის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელ - ბესიკ ლაცაბიძესთან, ზვიად შუტკერაშვილთან და ნუგზარ გოგოტიშვილთან განიხილა ბიბლიური მინიშნებით გამოკვეთილი ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის საკითხები;
29 ნოემბერსვე, „ფაზისის საერო აკადემიის“ ღია სხდომაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ აკადემიის წევრთა წინაშე გააკეთეს მოხსენება ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში წარდგენილი ღია წერილის თაობაზე. აკადემიის წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საიუბილეო კომისიის შექმნის მოთხოვნას.