Print

6 დეკემბრის ქრონიკა

6 დეკემბერი

2013 წ. 6 დეკემბერს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის ოფისში, ლასკარის თავმჯდომარე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-ს სპიკერი - მიხეილ [გელა] სალუაშვილი შეხვდა „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშოს“ თავმჯდომარეს - მამა ელიზბარს [დიაკონიძე].

მიმდინარე ბოლო ჟამის ბიბლიური მინიშნებების განხილვისა და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პოლიტიკური საქმიანობის ერთიერთკოორდინაციის საკითხების განხილვის შემდეგ, მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება - „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშოს“, საზოგადოებრივ  და  პოლიტიკურ  ორგანიზაციათა  გაერთიანება: უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; მამა ელიზბარის [დიაკონიძე] მხრიდან ხელი მოეწერა გაერთიანების „დებულებას“.