Print

2013 წ. 29 - 30 დეკემბერი

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

2013 წ. 29 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული თავყრილობა, მთაწმინდის პანთეონში დავანებული ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლითა და გადახდილი პარაკლისით გაგრძელდა.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ეს მოკრძალებული ღონისძიება, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“ [ლიდერი - ევგენი მიქელაძე] ეგიდით დაიგეგმა. ლასკარის წევრებმა სიამოვნებით გავიზიარეთ ახალგაზრდების წამოწყება და ჩვენი თანადგომა გამოვუცხადეთ მათ.

მთაწმინდის პანთეონში გამართულ სახელდახელო კონსულტაციაზე, „ეროვნული ფრონტის“ წევრებს გავაცანი ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ევგენი მიქელაძესთან საუბრისას შევთანხმდით, რომ, კონსულტაციათა მეორე ნაწილს, სავარაუდოთ - 2014 წ. 9 იანვარს, 12.00 სთ-ზე, ლასკარში გავმართავდით.

30 დეკემბერს დავუკავშირდი საქართველოს კულტურის მინისტრის თანაშემწეს ქ-ნ შორენას [ტ.: 293 22 55], რათა დამეზუსტებია მინისტრ გურამ ოდიშარიას პოზიცია ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

მიზეზთა გამო, ჩვენი ღია მიმართვის კულტურის სამინისტროსათვის ჩაბარების [27.11.2013 წ.] ერთი თვის მანძილზე ვერ მოხერხდა, მათი მხრიდან დადებითი პასუხის მიღება. ამჯერადაც, თანაშემწის პირით გვეუწყა, რომ ამ საკითხზე  მხოლოდ 4 -7 იანვრის შემდგომად გაგვაცნობდნენ საბოლოო პოზიციას. 

30 დეკემბერსვე, ფოსტის მეშვეობით, გადმოგვეცა 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტიდან გამოგზავნილი დაზღვეული წერილი, რომელიც ჩვენს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადების თაობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოზიციას გვაუწყებდა...