"უფლის სახელით...", ანუ 2014 წ. 8-10 იანვრის ქრონიკები
ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები
2014 წ. 8 იანვარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კრების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიის უფროსთან იოანე გოგუასთან სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ წმიდა სინოდისადმი განკუთვნილი ჩვენი ღია მიმართვა: 22 დეკემბრის, მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ დაწესების თაობაზე, უწმიდესის გადაწყვეტილებით პატრიარქის ქორეპისკოპოს, გარდაბნისა და ცურტავის ეპისკოპოს მეუფე იაკობს გადაეგზავნა.
მეუფე იაკობის თანაშემწემ - კახამ, სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მეუფე ათიოდე დღით მოტეხილი ხელის მკურნალობასთან დაკავშირებით საპატრიარქოში არ იქნებოდა, და ჩვენს ღია წერილში წამოჭრილი საკითხის თაობაზე 20 იანვრის შემდეგ გაგვემართა მათთან შეხვედრა. ბუნებრივია დავეთანხმეთ.
8 იანვარს ლასკარში გვეწვივნენ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრები - არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონის“ წარმომადგენლები თინათინ ბაიაშვილი და მედეა ცაგარეიშვილი; აგრეთვე - სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი მჭედელაძე. განხილულ იქნა, უახლოეს დღეებში გაერთიანების ეგიდით დაგეგმილი ნაბიჯები.
8 იანვარს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის თაობაზე ვესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარეს - ლევან ხაჭაპურიძეს.
მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში პოზიციების შეჯერების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ბატონმა ლევანმა გააჟღერა პოზიცია, თავისი ორგანიზაციის ჩვენს გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; და ხელი მოაწერა გაერთიანების დებულებას.
იმავე დღის ბოლოს, ბატონ ლევან ხაჭაპურიძესთან ერთად, მივეახლეთ მათ ოფისში [დ. აღმაშენებლის №41] დაბრძანებულ, ათონის მთიდან ჩამოსვენებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს.
8 და 9 იანვარს, საქართველოს კულტურის მინისტრის თანაშემწესთან, ქ-ნ შორენასთან გამართულ სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ ჩვენს მიერ 2013 წ. 27 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში ჩაბარებულ ღია მიმართვაში დაყენებული საკითხის [ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით] თაობაზე მინისტრ გურამ ოდიშარიას პოზიცია 13 – 14 იანვარს გახდებოდა ცნობილი.
10 დეკემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“-ს ლიდერს - ევგენი მიქელაძეს, დეტალურად გავაცანი მიმდინარე ბოლო ჟამად სახელდებულ დროში მომხდარ- მოსახდენი პროცესები. ვისაუბრეთ უახლოესი მომავალის სამოქმედო გეგმის დეტალებსა და სავარაუდო კოორდინაციაზე.
10 დეკემბერსვე, პარლამენტის „ადამიანის უფლებათა კომიტეტის“ აპარატის თანამშრომელთან სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადება - ალტერნატიულ პირადობის მოწმობათა თაობაზე, განსახილველად, მათი კომიტეტისათვის ყოფილა გადაცემული. მასვე მივაწოდე ინფორმაცია საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ 2011 წ. 20 დეკემბრისა [კომისიის შექმნა] და 2012 წ. 5 ივლისის [დადგენილების მიღება] გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წყაროს თაობაზე [შესაბამისად: „საპატრიარქოს უწყებანი“ №41(613), 2011 წ. გვ. 4-5; და №27 (640), 2012 წ., გვ.4].
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სპიკერი,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი