Print

2014 წლის 17 იანვრის შეხვედრის მისტერიული ასპექტები

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთერთ კანდიდატთან ბატონ გიორგი ჩიხლაძესთან გამართული შეხვედრის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მის შესახებ ჩვენი გაზეთის გასული წლის ნომრებში ნათქვამს, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები გვინდა დავამატოთ:

„დაიბადა 1964 წლის 29 ნოემბერს; 1982 წელს დაამთავრა . თბილისის მე-12 საჯარო სკოლა; 1990 წელს მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის, მათემატიკის ფაკულტეტის, ავტომატიზირებული სისტემების მართვის სპეციალისტის ხარისხი.

1989-1994 წლებში მუშაობდა კვლევით ინსტიტუტრადიანისუმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე; 1995-2007 წლები დაკავებული იყო სხვადასხვა ტიპის კომერციული საქმიანობით: რუსეთში, ვიეტნამში, კამბოჯასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2007-2010 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო კომერციულ სტრუქტურაექსპერიმენტისდამფუძნებელი და ერთადერთი მფლობელი, ქვესტრუქტურებით საქართველოში, აშშ-ში, ვიეტნამში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და მიანმაში (ბირმა).

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“ [იხ. www.headlines.ge].

2013 წ. 28 ოქტომბერს, თავის საცხოვრებელ ადგილზე - ქ. უფაში გამგზავრებამდე, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბიბლიური მინიშნებების თვალთახედვით გაანალიზების მიზნით შემდგარ შეხვედრაზე, ბატონ გიორგის გავუზიარე 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრის თვიდან, ბოლო ჟამში  - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენისეული ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებული  ინფორმაციის დეტალები; და შევთავაზე, სურვილის შემთვევაში თავადაც ჩართულიყო ამ პროცესში.

2013 წ. ნოემბერ - დეკემბრის თვეში ელ.ფოსტის მეშვეობითა და „სკაიპით“ გამართულ საუბრებში, ბატონ გიორგის პერიოდულად ვაწვდიდი ინფორმაციას უახლოეს მომავალში დაგეგმილი პოლიტიკური საქმიანობის დეტალებთან მიმართებაში.

2014 წ. 17 იანვარს, საქართველოში საახალწლოდ ჩამოსულ გიორგი ჩიხლაძესთან რამოდენიმე საათიანი შეხვედრა გაიმართა.

უნდა ითქვას, რომ მას საკმაოდ საინტერესო [თავისებური] ხედვა აქვს ზოგადად რელიგიასთან, და კონკრეტულად - ბოლო ჟამისა და მეორედ უფლის გამოცხადებასთან მიმართებაში.

ჩემის მხრივ შევეცადე ამეხსნა მისთვის, რომ ბოლო ჟამში განსავითარებელ მოვლენებში მონაწილეთა მიერ გასაღები - ინტელექტუალური, თუ - მატერიალური რესურსი [ე.წ. შემოწირულობა] მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის თანხვედრაში, როდესაც ეს - „ლასკარულ“, ანუ - სულითა და ხორცით თანამოაზრეთა ერთობის პრინციპებზეა დაფუძნებული.  

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მისთვის ბოლომდე შეუცნობი დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თვალთახედვით წარსამართი პოლიტიკური პროცესების მისტერიული კავშირი, იმასთან, რასაც ბიბლიური - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ თემატიკა ჰქვია.

ჩვენი ურთიერთობის ამსახველ ამ ეტაპზე საუბრის დასასრულს, სახარებისეული ის მონაკვეთი გვინდა შემოგთავაზოთ, სადაც, აღნიშნულთან მიმართებაში შესაცნობი, ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი მინიშნებაა დაფიქსირებული:

„და ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა [კოდია]: კეთილო მოძღვარო, რა მოვიმოქმედო, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?

იესუმ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამასა შენსას და დედასა შენსას?

ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.

ეს რომ გაიგონა, იესუმ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, და მიეცი გლახაკთ; და გექნება საუნჯე ცაში; მოდი და გამომყევი მე [კოდია]. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგან ძალიან მდიდარი იყო.

და როცა დამწუხრებული დაინახა, იესუმ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა“ [ლუკა 18,18-24].


მინაწერი:

ბატონი გიორგი ჩიხლაძე ქ. უფაში 20 იანვარს გაფრინდა.

ღმერთმა მშვიდობიან გზაზე ატაროს იგი, და მისცეს მას მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი