Print

21 - 24 იანვარი, 2014 წ.

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

 

2014 წ. 21 იანვარს, სტუდია რეპორტიორში",  კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ მ. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადასთან მიმართებაში 1,5 მილიონი ხელმოწერის შეგროვების პროცესის დასრულების ერთი ერთიწლისთავთანდაკავშირებით, გამართულპრესკონფერენციაზე, ჩემის მხრიდან აღინიშნა, რომ ეს ხელმოწერები შესაძლებელია გახდეს ერთერთი საფუძველი მ. სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიანი მონაკვეთის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებისათვის.

22 იანვარს, „ფეისბუქის“ გვერდზე დამეგობრებულმა „პრესა-გე“-ს ჟურნალისტმა - დავით ჯაბაშვილმა სატელეფონო ინტერვიუ მთხოვა. 24 იანვარს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალას [სადაც, გამოქვეყნებულ სტატიაზე, რატომღაც - ჯაბა დათუაშვილის სახელი და გვარი აწერია], სათაურად გამოტანილი აქვს „ჩემი“ ის ფრაზა, რომელიც ინტერვიუში მე არც მითქვამს - „მე გავხდები თბილისის მერი, ნარმანიას და უგულავას კონკურენტად არ აღვიქვამ“.

იმავე საღამოს, ჩემს ელექტრონულ გვერდზე, ასეთი კომენტარი გამოვაქვეყნე:

„1.ზოგადად: ჩვენ დღეს ბოლო ჟამის მიწურულში ვცხოვრობთ, რაც  უფალ   იესუ  ქრისტეს გაცხადებით [მეორედ მოსვლით] დამთავრდება...

2. კონკრეტულად: მიმდინარე დროით მონაკვეთს "ბეჭედდასმულთა რიცხვის" გამოვლენის ეტაპი ჰქვია...

მოსალოდნელ არჩევნებში ჩვენი ჩართვა - ამ  ეტაპისათვის  აღსასრულებელი  მისიის  რეალიზების სურვილითაა ნაკარნახევი“.

23 იანვარს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად, ქუთაისში გავემგზავრეთ [მიხეილ ანდღულაძე, მამა ელიზბარი [დიაკონიძე], ავთანდილ იოსელიანი და მე], რათა მონაწილეობა მოგვეღო 2013 წ. 1 ივლისს პარლამენტში გაგზავნილი ჩვენი საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“ [ავტორები: - მიხეილ ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე; -  მიხეილ [გელა] სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის თავმჯდომარე; -   ჯემალ ჯიქია, სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი; - ავთანდილ იოსელიანი,    არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“   თანათავმჯდომარე] განხილვაში.

ჩვენი შემოთავაზება ითვალისწინებს  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში დაფიქსირებული მარკირების პროცედურის ნაცვლად „ფოტორეგისტრაციის“ შემოღებას.

პოზიციათა ურთიერთშეჯერების შედეგად იურიდიულმა კომიტეტმა, მიღებული გადაწყვეტილებით, დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსიდან მარკირების პროცედურის ამოღებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე გადაწყდა, რომ „ფოტორეგისტრაციის“ საკითხი, საბოლოო პოზიციის შემუშავებისათვის, გადაეგზავნება პარლამენტში მოქმედ „ინტერფრაქციულ კომისიას“ [თავმჯდომარე - ზვიად ძიძიგური].

24 იანვარს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ლასკარში გვეწვივნენ ტ/კ „მაესტროში“ „სტაჟიორის“ სასწავლო კურსზე მყოფი - ალექსანდრე გაბელია [ჯურნალისტი] და გიორგი გოგინაშვილი [ოპერატორი], რომლებმაც გამაცნეს მათი ერთობლივი თხოვნა-გადაწყვეტილება - თავიანთ პროფესიულ გზაზე, ჩემგან აეღოთ პირველი ინტერვიუ. ბუნებრივია დავეთანხმე.

რელიგიურ-პოლიტიკური თემატიკით გაჯერებული ინტერვიუს ჩაწერის პროცესი, მთლიანობაში, ერთ საათზე მეტხანს გაგძელდა.

მინაწერი:

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ჟამისმიერი კუთხით - იანვარი, ერთდროულად არის: პირველი თვე [იანვრის, ანუ საერო ათვლა]; მეხუთე თვე [სექტემბრის, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი საეკლესიო კალენდრის ათვლა] და მეთერთმეტე თვე [მარტის, ანუ ბიბლიური ათვლა].

კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ, ზემოთქმულ თარიღებთან მიმართებაში ბიბლიაში დაცულ იმ მინიშნებებს, რომელთა მისტერიული ასრულების თანამონაწილეობაც გვარგუნა ღმერთმა. კერძოდ:

21 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - გამ. 12,18; ლევ. 23,7-8;

22 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - ივდითი 1,1;

23 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - ესთერი 8,9;

24 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - დან. 10,4; ზაქ. 1,7.

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი