2014 წ. 10-11 თებერვლის ქრონიკა
ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა
2014 წლის 10 თებერვალს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა. სხდომის დამთავრების შემდეგ, ლასკარის საზოგადოებრივ მდივანს - ჯემალ ჯიქიას, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“-ს პასუხისმგებელმა პირმა - ანა ნოდიამ, სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ - თურმე - „ძალიან ხშირად ვჩანვართ ეთერში“, ამიტომ მათი სააგენტოს პრეს კლუბში ბრიფინგის გამართვას, მინიმუმ ერთი თვის მანძილზე ვეღარ შევძლებდით.
შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესატან კანონპროექტთან მიმართებაში ბრიფინგის ჩატარება მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ჯემალ ჯიქიას, 11 თებერვალს, ლასკარში მოუხდათ, რომელსაც მხოლოდ მე-2 არხი დაესწრო. ჩანაწერი იმავე საღამოს გადაიცა ტელეეთერში [18 სთ. 14 წთ.].