Print

2014 წ. 17-21 თებერვლის ქრონიკა

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წ. 17 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე - მიხეილ ანდღულაძემ, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საარჩევნო კოდექსიდან“ მარკირების ამოღებისა და ფოტორეგისტრაციის დამატების შესახებ, პარლამენტის მიერ მიღებული გადწყვეტილების თაობაზე.

2014 წლის 17თებერვალს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

ბიბლიური მინიშნება: მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს” [რიცხ. 10,11]. ამ დღის ქრონიკა კი ასეთია:

20 თებერვალს, 12.00-15.00 სთ-ის ფარგლებში, პარლამენტისადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექ-ტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესებისთაობაზეგანხილვა. ჩვენი დელეგაციის [მიხეილ [გელა] სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ჯემალ ჯიქია, დავით ამაშუკელი და ნუკრი წიკლაური] გარდა, განხილვაში მონაწილეობდა, ამავე [და არა მარტო ამ] საკითხზე 100 000 ხელმოწერის შემკრები და სხვადასხვა სახელისუფლო შტოებში მისი წარმდგენი მაორგანიზებელი ჯგუფი, ბ-ნი ზაზა ნანობაშვილის ხელმძღვანელობით.

თითქმის სამსაათიანი განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრთა მიერ, მიღებულ იქნა შეთანხმება - აღნიშნული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ ერთი საკომიტეტო სხდომის გამართვის თაობაზე.

საკომიტეტო სხდომის მოკლე ანგარიში, იმავე დღეს სატელევიზიო სივრცეში გასულ უმრავლეს საინფორმაციო ბლოკში იქნა გაშუქებული.

21 თებერვალს ორი ბრიფინგი ჩატარდა:

1. სტუდია „რეპორტიორში“ ზაზა ნანობაშვილმა და მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრეს 20 თებერვალს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „აიდი ბარათების“ საკითხის განხილვის დეტალებზე;

2. სტუდია „პრაიმ-ტაიმში“ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და 1991-1992 წლებში საქართველოში მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მსგავსებაზე. გაშუქდა პარლამენტში წარდგენილი ჩვენი მორიგი საკანონმდებლო წინადადება - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“.

21 თებერვალსვე, საქართველოს კულტურის სამინისტროში მინისტრ - გურამ ოდიშარიასთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ ისაუბრეს „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნის აუცილებლობაზე. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კულტურის მინისტრის სახელით გაკეთდება პრემიერ-მინისტრისადმი განკუთვნილი მიმართვა, ამ საკითხზე, სამთავრობო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.