Print

2014 წ. 24-28 თებერვლის ქრონიკა

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 24 თებერვალს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

ჩანართი: სექტემბრიდან ათვლით მე-6 თვის 24-ე დღეზე, ბიბლიაში ვკითხულობთ: „...მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში, მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს...“ [ანგ. 1,14-15]. 

25 თებერვალს ლასკარში, ჯერ - თამაზ გველესიანთან, ხოლო მოგვიანებით - ალექსანდრე თაქთაქიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა დეტალურად გააცნო მათ, 2014 წ. ადგილობრივი არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებული, მიმდინარე ბოლო ჟამის უმნიშვნელოვანესი ეტაპისეული მინიშნებანი.

ჩანართი: მარტიდან ათვლით მე-12 თვის 25-ე დღეზე, ბიბლიაში ვკითხულობთ: „...მეთორმეტე თვის, თვის ოცდახუთში...“ [იერ. 52,31].

26 თებერვალს, ლასკარში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ გააშუქეს ორი საკითხი:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის კანონიერების საკითხი [პრეზიდენტისადმი მიმართული ღია წერილი];

2. დარღვეული საკანონმდებლო სივრცის დარეგულირების მექანიზმი [საკანონმდებლო წინადადება].

ბრიფინგის სრული ჩანაწერი ჯერ ამავე დღეს ორჯერ გადაიცა საზოგადოებრივი ტელევიზიის მე-2 არხის ეთერში [17 სთ. 06 წთ. და 21 სთ. 19 წთ]; ასევე 27 თებერვალს [09 სთ. 57 წთ. 45 წმ.].

მოგვიანებით ლასკარში მოსულმა ტ/კ „მაესტროს“ გადამღებმა ჯგუფმა, ამავე საკითხზე, ინტერვიუ ჩაწერა; თუმცა, მიზეზთა გამო, ინტერვიუ საინფორმაციო გადაცემაში აღარ გაუშვიათ.

27 თებერვალს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ და კაკო გოგლიძემ მონაწილეობა მიიღეს მთავრობის კანცელარიის წინ, კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ ორგანიზებულ ხუდონჰესის თაობაზე  გამართულ საპროტესტო აქციაზე. სიტყვით გამოვიდნენ - ავთანდილ იოსელიანი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ვალერი მჭედელაძე, მამა ელიზბარი, მიხეილ ანდღულაძე და სხვები.

28 თებერვალს, ზვიად გამსახურდიას სამტომეულის თაობაზე ჩვენს მიერ გამოთქმული ღია წერილის განხილვის მიზნით, მისეილ [გელა] სალუაშვილი შეხვდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს [მისივე მიწვევით]. საუბარს დაესწრო მათივე თანამშრომელი ემზარ ჯგერენაია. მათ მადლობა გამოთქვეს ჩვენის მხრიდან ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, სამტომეულში დაშვებული შეცდომების გამოვლენის გამო; და განაცხადეს, რომ მეორე გამოცემაში ყველაფერს გაითვალისწინებდნენ.

ამავე დღეს, 22.00 სთ-იდან  ტ/კ „იმედი“-ს პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“, მთლიანად დაეთმო ელექტრონული პირადობის მოწმობის საკითხს. გადაცემაში მონაწილეობდნენ მიხეილ [გელა] სალუაშვილი [საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით], ზაზა ნანობაშვილი [100 000 ხელმომწერთა სახელით] და სხვები.

გადაცემის პარალელურად მიმდინარე გამოკითხვაში - „მისაღებია თუ არა აიდი ბარათი“,  31 593 მონაწილიდან ხმები ასე განაწილდა: „კი“ – 17%, „არა“ -80%, „არ ვიცი“ – 3%.