Print

ზვიად გამსახურდია - 75

2014 წ. 31 მარტის მოკლე ქრონიკა

12.00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს  ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ თავყრილობა გაიმართა.

სიტყვით გამომსვლელებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა, მიხეილ ანდღულაძემ, ზაზა დავითაიამ, ვალერი მჭედელაძემ, ისაუბრეს ბატონ ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს უახლეს ისტორიაში და 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის უდიდეს მნიშვნელობაზე.

მოგვიანებით მთაწმინდაზე ასულებმა პატივი მივაგეთ ქართველი მამულიშვილის ხსოვნას!

15.00 სთ-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა, ჯემალ ჯიქიამ, ალექსანდრე თაქთაქიშვილმა.

19.00 სთ-ზე, რუსთაველის სახ. თეატრში, თბილისის თვითმმართველობის ორგანიზებით ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე გაჟღერდა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ზვიად გამსახურდიას სახელობის ლიტერატურული პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით. იქვე გვაუწყეს, რომ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გასაცემი ამ პრემიის პირველი მფლობელები, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო, კონკუსის ჩატარების გარეშე გამოუვლენიათ. ესენი გახლავან - ნოდარ წულეისკირი, თინათინ მღვდლიაშვილი და ჯემალ დავლიანიძე.


მინაწერი:

დაინტერესებულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნებიდან [1993 წ. 24 სექტემბერი] ერთი წლის თავზე - 1994 წ. 24 სექტემბერს, ჩვენს მიერ დაარსებულ იქნა, ოთხ ნომინაციაში გასაცემი - „ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია“.

სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ [თავმჯდომარე - მიხეილ (გელა) სალუაშვილი] მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 1995 წ. 31 მარტს დასახელდა,  „ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის“ პირველი ლაურიატები [იხ. გაზ. „არჩევანი“, №5 (28), გვ. 1, 1995 წ. აპრილი].

ნომინაციების მიხედვით, „ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია“ და სპეციალური დიპლომი გადაეცათ:


1. პოლტიკის დარგში:

ა) პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-ს;

ბ) ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს - ჯოჰარ დუდაევს.


2. ადამიანის უფლებათა დარგში:

ა) გაზეთ „იბერია-სპექტრსა“ და მის გამომცემელ რედაქტორს - ირაკლი გოცირიძეს;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნესტი ინტერნეიშენელში“ საქართველოს კურატორს - ვანდა ვანზიდლერს.


3. ლიტერატურის დარგში

- მუხრან მაჭავარიანს;


4. პოლიტიკური პუბლიცისტიკის დარგში

- ელიზბარ ჯაველიძეს.

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;