Print

2014 წ. 7-11 აპრილის ქრონიკა

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 7 აპრილს ცესკოს წარედგინა 2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტიის რეგისტრაციისათვის საჭირო მხარდამჭერთა 27 647 ხელმომწერის სია.

2014 წლის 7 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

2014 წ. 9 აპრილს, საქართველოში 1989 წ. 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 25-ე, და 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 23-ე წლისთავის აღსანიშნავად, თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ თავყრილობაზე, რამოდენიმე შეხვედრის ორგანიზება მოხერხდა. კერძოდ, 2014 წ. არჩევნებთან მიმართებაში, საერთო კოორდინაციის მიზნით, მიხეილ [გელა] სალუაშვილი ესაუბრა - ლეილა ცომაიას, ლევან ჩაჩუას, ევგენი ღვინიაშვილს, თამაზ კალაძეს...

10 აპრილს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა და მიხეილ ანდღულაძემ განიხილეს 2014 წ. არჩევნებში ერთობლივი მონაწილეობისათვის საჭირო წინაპირობათა რამოდენიმე საკითხი. სამწუხაროდ, საერთო კოორდინაციის შეთავაზებული გეგმა, მიზეზთა გამო, ბ-ნ მიხეილ ანდღულაძისათვის [ამ ეტაპზე] მიუღებელი აღმოჩნდა. 

11 აპრილს, 13.00 სთ-ზე საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ ანდღულაძემ და მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრეს საარჩევნო სიებში მილიონამდე გაყალბებული პირადობის მოწმობის აღმოჩენისა და მ. სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ.