Print

2014 წ. 14-17 აპრილის ქრონიკები

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 14 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

2014 წ. 12 და 14 აპრილის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, 15 აპრილს ცესკოში ჩაბარებული იქნა ქ. თბილისის მერის 2014 წ. 15 ივნისს დანიშნულ არჩევნებში მერის კანდიდატად - მიხეილ სალუაშვილის დარეგისტრირების განაცხადი.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის ქ-ნ თამარ ჟვანიას მიერ 2014 წ. 17 აპრილს მიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ:

...განკარგულება №3/2014

საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის მერობის კანდიდატად მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტის, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”, მიერ მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი...“.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე” გახლდათ, 2014 წ. 15 ივნისისათვის დაგეგმილ არჩევნებში დარეგისტრირებული პირველი საარჩევნო სუბიექტი [განკარგულება №1/2014, 10 აპრილი, 2014 წ.].

შესაბამისად, „უფლის სახელით...“ წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი გახდა - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის პირველი დარეგისტრირებული კანდიდატი.

17 აპრილს „ლასკარში“ გამართული შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შემოუერთდა - არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“ [მეთაური დავით ამაშუკელი].