Print

2014 წ. 22-25 აპრილის ქრონიკა

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 22 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

2014 წ. 23 აპრილს, 13.30 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გაიმართა - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის პირველი დარეგისტრირებული კანდიდატის - მიხეილ (გელა) სალუაშვილისპრესკონფერენცია. განხილული იქნა:

1. არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მიზანი;

2. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების დანაშაულებრივი თანამშრომლობის შედეგად, 2014 წ. 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მოთხოვნები.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ - ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური - დავით ამაშუკელი და სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია.

ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა ამავე დღეს, საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში - 22.24 სთ-ზე, და მეორე დღეს, 24 აპრილს, 09.56 სთ-ზე.

24 აპრილს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, თინათინ ბაიაშვილმა, ვალერი მჭედელაძემ, დავით ამაშუკელმა, მალხაზ მუშკუდიანმა, ნათელა გოხელაშვილმა, ნანა არუდაშვილმა, ზაურ ხაჩიძემ იმსჯელეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონის მიღებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის ჩატარების დეტალებზე.

25 აპრილს „ფაზისის“ მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ ისაუბრეს მოახლოებული არჩევნებისა და ცოდვის ლეგალიზაციის არდაშვების პროცესში აკადემიის ჩართულობის აუცილებლობაზე.

ამავე დღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და დავით ამაშუკელი შეხვდნენ:

1. ტ/კ „კავკასიის“ დამფუძნებელს დავით აქუბარდიას. განიხილებოდა 30 აპრილს დაგეგმილი აქციის თაობაზე სატელევიზიო პირდაპირ ეთერში გაჟღერების ცალკეული დეტალები;

2. პ/ო „ქართული აზრი“-ს ლიდერს ლევან ჩაჩუას. იმსჯელეს, როგორც მოახლოებულ არჩევნებში ერთიანი ძალებით ჩართვის საკითხებზე, ასევე ცოდვის ლეგალიზაციის დაუშვებლობისა და ამ საკითხის დადებითად გადაჭრისათვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალი წლის - სექტემბრიდან ათვლით მერვე [ბიბლიურად -ელულის] თვის 25 რიცხვში მომხდარის თაობაზე საუბარს, შემდეგი ბიბლიური მინიშნებით დავასრულებთ - „ელულის [აქ - აპრილის] თვის ოცდამეხუთე დღეს  დასრულდა კედელი...“ [ნეემია 6,15].