Print

2014 წ. 28.04. - 2.05 ქრონიკები

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 28 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

25 აპრილს, საარჩევნო გაერთიანების - „უფლის სახელით...“ [გაერთიანებაში შემავალი ა/ო „ძლევაი საკვირველის“-ს მეთაურის დავით ამაშუკელის მიერ] ქ. თბილისის მერიაში შეტანილი იქნა შეტყობინება [№12/14115585-17], ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამავე დღეს მიხეილ [გელა] სალუაშვილი და დავით ამაშუკელი ეწვივნენ პ/ო „ქართული აზრი“-ს ლიდერს ლევან ჩაჩუას, და შეთავაზეს მას, თავის გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიეღო დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.

26 აპრილს, საარჩევნო გაერთიანების „უფლის სახელთ...“ სპიკერი მიხეილ [გელა] სალუაშვილი და გაერთიანების წევრი ა/ო „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე ლევან ხაჭაპურიძე ეწვივნენ გლდანში მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს მამა ბასილს [მკალავიშვილი], და სთხოვეს მას, თავის მრევლთან ერთად, საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა.

2014 წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, საპროტესტო აქციის დაწყებამდე, თბილისის პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი 20-მდე სასულიერო პირისა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით, ჯერ ჩატარდა სავედრებელი პარაკლისი.

მოგვიანებით [13.00 სთ-ზე] ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა [ავთანდილ იოსელიანმა, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] და დავით ამაშუკელმა], ხაზი გაუსვეს, ხელისუფალთა მხრიდან ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ქუდქვეშ, ცოდვის დაკანონების მცდელობის მიუღებლობას.

აქციის ბოლოს დავით აქუბარდიასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მიუხედავად წინასწარი შეპირებისა, ტ/კ „კავკასიის“ დამფუძნებელმა ვეღარ გაბედა, აღნიშნული თემატიკის განხილვის მიზნით, პირდაპირი ეთერი დაეთმო ჩვენთვის.

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდზე განთავსებული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი იტყობინებოდა:

„2014 წ. 1 მაისს, პარლამენტში განიხილება ,,უფლის სახელით- უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის ,,განსახლების ფონდის“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№6652; 26.03.2014)(პირველი მოსმენა) (წამყვანი) მომხსენებელი: მიხეილ სალუაშვილი (საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი)“.

გაერთიანების წევრებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მევლუდ მამადაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, დავით ამაშუკელმა და ნუკრი წიკლაურმა, ქუთაისის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართვებში, დაუფიქსირეს სრული მხარდაჭერა და მოკლედ გააცნეს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის ცალკეული დეტალები.

კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ დეტალურად ისაუბრეს ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შინარსისა და მისი მიღების აუცილებლობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის - ირაკლი ტრიპოლსკისა და მისი მოადგილის - გია ჟორჟოლიანის წინადადებით, კომიტეტის წევრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

სხდომის შემდეგ, „უფლს სახელით...“ მავალი გუნდის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან, და მოსთხოვეს მათ, რათა, მაისის თვეში დაგეგმილიყო ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვების თაობაზე წარდგენილი ჩვენი საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვა.

პარლამენტის შენობიდან გამოსულმა [მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და დავით ამაშუკელმა], კვლავ მიმართეს სიტყვით, იქვე შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, და დეტალურად განუმარტეს მათ ცოდვის დაკანონების შემცველი კანონის მიუღებლობის მიზეზები.

ზემოხსენებული მიზეზის გამო, ქუთაისში ჩასული „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის დელეგაცია [მიხეილ [გელა] სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ჯემალ ჯიქია, დავით ამაშუკელი, ნუკრი წიკლაური] 1 მაისის საღამოს მშვიდობით დაბრუნდა, ბიბლიურ იერუსალიმად წოდებულ - თბილისში.

ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბარს კი შემდეგი ბიბლიური მინიშნებით დავასრულებთ - „... მეხუთე თვის პირველ დღეს  [1 მაისი] მივიდა იერუსალიმში [თბილისი], რადგან მისი ღვთის სასიკეთო ხელი იყო მასზე“ [1 ეზრა 7,9].

2 მაისს, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე, „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სპეციალური გამცხადება გააკეთა, პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული უზნეობის დამამკვიდრებელი ე.წ. კანონის მიღებასთან დაკავშირებით [ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა იმავე დღეს, საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 23.16 სთ-ზე].