Print

2014 წ. 5-9 მაისის ქრონიკა

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 5 მაისს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

ამავე დღეს, წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სხდომათა დარბაზში გაიმართა გვარიშვილობის კავშირის სხდომა. საარჩევნო გაერთიანების „უფლის სახელით...“ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემლა ჯიქია, მამა ელიზბარი [დიაკონიძე], ავთანდილ იოსელიანი.

8 მაისს, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ძალაში შესვლის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში შევიტანეთ ჩვენი მორიგი საკანონმდებლო წინადადება - „კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ [ჩაბ. № 9789, 8. 05. 2014 წ.].

ამავე დღეს, საქართველოს საპატრიარქოში ჩავაბარეთ „წმიდა სინოდისა“ და საქართველოს პატრიარქისადმი განკუთვნილი ღია მიმართვა [ჩაბ. № 395-10-3/395; 8. 05. 2014 წ.].

8 მაისს, 23. 26 – 23. 55 სთ-ზე, ტ/კ „კავკასია“-ს პროგრამა „ბარიერი“-ს ღია ეთერში [წამყვანი - ნინო ჯანგირაშვილი], თბილისის მერობის კანდიდატებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და გიორგი ლაღიძემ თავიანთი შეხედულებები გააცნეს მაყურებლებს.

9 მაისს, ჩვენს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ისაუბრა - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებისა და საქართველოს საპატრიარქოსადმი ჩაბარებული „ღია წერილის“ არსობრივ დეტალებზე. ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა ამავე დღეს საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 17.34 – 17. 41 სთ-ზე.

ამავე დღეს, საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ინიციატივით მოწყობილ შეკრებაზე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს „თანამშრომლობის მემორანდუმს“. აქვე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ჩვენს გაერთიანებას - „უფლის სახელით...“, მე-2 არხის პირდაპირი ეთერით სარგებლობის შესაძლებლობად განესაზღვრა - 27 მაისი [17.00 – 17.45 სთ.] და 13 ივნისი [21.00 – 21. 45 სთ.].