Print

20 მაისს გამართული შეხვედრის ქრონიკა

ბატონო ნიკა - გაფრთხილებთ!

20 მაისს, 13.00 სთ-ზე სასტუმრო „რედისონში“ [ივერია] გაიმართა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ მიერ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტის წარდგინება, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ინფორმირებას ისახავს მიზნად. „უფლის სახელით...“ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია.

თბილისის მერობის კანდიდატებმა - დავით ნარმანიამ და ნიკა მელიამ მათი პროგრამის თავისებურებებზე ისაუბრეს.

"უფლის სახელით..." წარდგენილმა ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა თავისი გამოსვლაში კერძოდ აღნიშნა:

„ბატონებო! „ნაცების“ 9 წლიანი და „ქოცების“ თითქმის ორწლიანი მმართველობის ფონზე, თქვენი გამოსვლის შინაარსიდან გამომდინარე ერთი ცნობილი ანდაზა მახსენდება - „მკვდარი მკვდარს ეუბნებოდა საფლავამდე მიმათრიეო“. სამწუხაროა, რომ ქვეყანას თქვენი დანაშაულებრივი ურთიერთთანამშრომლობის გზით მიღებული ბიუჯეტით უწევს ცხოვრება. ამიტომ, ცვლილებებთან დაკავშირებული თქვენი ყოველი დაპირება, მხოლოდ მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრას ემსახურება. რეალური ცვლილებების განხორციელება, მხოლოდ - ახალი პოლიტიკური ძალის გამარჯვებისა და მის მიერ მიღებული 2015 წ. ბიუჯეტის პირობებში იქნება შესაძლებელი...“.

შეხვედრის დასასრულს, ნიკა მელიასთან გამართულ პირად საუბარში მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ შეახსენა მას, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ბოლო ჟამის თაობაზე და კერძოდ დასძინა:

- „ბატონო ნიკა! ბიბლიურ მინიშნებათა შორის პირადად თქვენი და იმ გუნდის თაობაზე, რომელსაც წარმოადგენთ, კარგი არაფერია მოცემული. მე, თქვენი და დავით ნარმანიას გასაგონად, სპეციალური მიმართვის გაკეთებას ვგეგმავ. მაგრამ ამჟამად, ვსარგებლობ რა შეხვედრის შესაძლებლობით, მინდა ერთგვარი ვალი მოვიხადო თქვენს წინაშე და გირჩიოთ: მოხსენით თქვენი კანდიდატურა ამ არჩევნებში, თუ არადა გაფრთხილებთ - ეს პროცესი თქვენდა სასიკეთოდ არ დამთავრდება...

ბუნებრივია მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი ეს ნათქვამი თქვენს უახლოეს გეგმებს ძირეულად შეცვლის მაგრამ, მე ჩემის მხრიდან ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ; გადაწყვეტილების მიღება თქვენზეა... ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...“.